1. იმერატორ ალექსანდრე I-ის მანიფესტი, რუსეთის იმპერისთვის საქართველოს შეერთებაზე.რუსთა იმპერატორ ეკატერინესა და ქართველთა მეფე ერეკლეს მიერ ხელმოწერილი გეორგიევსკის ტრაქტატი (რომლითაც ამ თემაზე საუბარს დაიწყებს ნებისმიერი რუსი აუცილებლად),
სინამდვილეში არანაირი ახალი ტიპის ხელშეკრულება არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში.
მონღოლთა მიერ XIII საუკუნეში ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ XVIII საუკუნემდე მთელი პერიოდი,
ქართული სამეფოები თითქმის ფაქტიურად „ ვერ ამოდიონენ“ ირანსა და თურქეთზე დამოკიდებულებიდან,
სამწუხაროა მაგრამ: ქართველებს ძალიან არ გაუმართლათ მეზობლებში და ზემოთხსენებულ საუკუნეებს თავისუფლად შეგვძილია ვუწოდოთ მუსულმან მმართველებთან მსგავსი ტრაქტატების ეპოქა.
ამასთან როგორ წესი: აღმოსავლეთ საქართველო ირანის მოხარკე იყო - დასავლეთი კი თურქეთის.
ქართველებს მცირედი ამოსუნთქვის საშუალება მხოლოდ ირან-ოსმალეს შორის ომების დროს ეძლეოდათ,
(მადლობა ღმერთს ეს ორი ისლამური სახელმწიფო ერთმანეთში ხშირად არკვევდა, თუ რომელი იყო სინამდვილეში ახლო აღმოსავლეთის პატრონი),
მაგრამ ეს მონაკვეთები არ იყო საკმარისი ქართული სახელმწიფოს მოძლიერებისა და გაერთიანებისათვის,
ამიტომ მთელი ხუთი საუკუნე ქართველები ლავირებდნენ თეირანელ და კონსტანტინოპოლელ „მფარველებს“ შორის.
უნდა ითქვას რომ, ეს „მფარველობა“ იშვითად შემოიფარგლებოდა მხოლოდ დიდძალი ხარკით, ხშირად ამას ვასალური დამოკიდებულების აღიარება
და საქართველოს ტერიტორიაზე საოკუპაციო ჯარების განთავსება სდევდა თან, ასევე საკმაოდ ხშირად ითხოვდნენ „მფარველები“ ქართული არმიის მონაწილეობას თავიანთ გაუთავებელ სამხედრო კომპანიებში.
მთელს ამ ისტორიაში, ერთი მტავარი სატკივარი არ აძლევდა მოსვენებას ქართულ გონებას:
ეს იყო „წყეული ურჯულოების“ მორჩილება და მეგობრობა, ამიტომ თითქმის უწყვეტად უჯანყდებოდნენ ისინი მუსულმან „მფარველებს“ და უნდა ითქვას ხშირად წარმატებითაც,
თუმცა უფრო ხშირად უზარმაზარ სისხლისღვრად უჯდებოდათ მათ ეს წყურვილი თავისუფლებისა.
თავის მხრივ რას აღარ იგონებდნენ სპარსები და ოსმალები ქართველთა დასამორჩილებლად: თავიდან სამეფო ოჯახის წევრები მიყავდათ თავიანთ სატახტო ქალაქებში,
აცხოვრბდნენ პატივსა და ფუფუნებაში, მაგრამ ქართველთა მხრიდან „ღალატის“ შემთვევაში სიკვდილით სჯიდნენ ასეთ „სტუმრებს“.
შემდეგ ქართველთა სამეფო ოჯახის წევრებზე დაქორწინება მოიფიქრა ისლამურმა ელიტამ, მოგვიანებით კი ქართველ მმართველთა გამუსულმანებაც უცდიათ არაერთხელ.
მაგრამ ყველა მცდელობის მიუხედავად - საქართველო დიდი ხნით არასდროს რჩებოდა მათი მორჩილი,
შედეგად - ყველაზე ძვირი, უბრალო ხალხს უჯდებოდა მათი მმართველების მეამბოხე სული, თუმცა ისიც უნდა ითქვას,
რომ არც თვითნ იყო ეს ხალხი მაინცდამაინც მისაბაძი მაგალითი მტრისადმი თავდახრისა და მორჩილებისა...
... და ათიათასობით ქართველი დაუფიქრებლად სწირავდა თავს ამ ბრძოლაში, მაშინ როცა "ხსნა" ძალიან ადვილი იყო:
ამისთვის წინაპართა რწმენაზე ფორმალური უარის თქმა იყო საკმარისი და სიკვდილის ნაცვლად ჯილდოსა და პატივს მიიღებდა გადარჩენილი....
მაგრამ ძალიან ძნელი საპოვნელი იყო ასეთი ხალხი მაშინდელ ქართველებში...
აქ აღსანიშნავია ერთი ფაქტი:
არასოდეს არცერთ მუსულმანურ მმართველს არ გაუუქმებია ქართული სახელმწიფო, კი - ქართველებს უწევდათ დიდი ხარჯების გაწევა,
სიამაყის შელახვის დათმენა, ხანდახან მნიშვნელოვანი ტერიტორიების კარგვა და სისხლისღვრა, მაგრამ
არცერთხელ არ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ ქართული სახელმწიფოს არსებობა!და აი ბოლოს და ბოლოს მოძმე და ერთმორწმუნე რუსეთმა იწყო გაძლიერება და გაფართოება სამხრეთისააკენ: შედეგად 1783 წელს, ყველაზე დიდმა ქართულმა სამეფომ ქართლ-კახეთმა,
დადო ხელშეკრულება, რომელიც სცნობდა რუსეთის პროტექტორატს საქართველოზე და რომლის საიდუმლო მუხლები
ოკუპირებული ქართული ტერიოტორიების დაბრუნებას გულისხმობდა საქართველოს სამეფოს ფარგლებში.
ძალიან მალე გამოიცადა რუსების მიერ ნაკისრი ვადებულებების შესრულების უნარი და სურვილი,
მაგრამ გადამწყვეტ მომენტში გენერალ ტოტლებენის ბატალიონები ბრძოლის წინ მოულოდნელად გაქრა,
და ქართველტა მეფე ერეკლე მარტოდმარტო შეატოვა პირადად თბილის მომდგარ ირანის შაჰის: აღა-მაჰმად-ხან-ქაჯარის გაცილები აღმატებულ მხედრობას.
კრწანისის ბრძოლაში ქართული არმია რაღაც სასწაულის წყალობით ორი დღე იგერიებდა ხუთჯერ აღმატებული მოწინააღმდეგის იერიშებს, მაგრამ მესამე დღეს მათ უმძიმესი მარცხი განიცადეს,
ასე აღმოჩნდა რომ ერთადერთ მოკავშირეს მაშინ სულ სხვა მიზნები ქონდა: ქართლ-კახეთის სამეფოს დასუსტება და შედეგად 1801 წელს იმპერიისთვის მიერთება,
ალექსანდერე I-ის ამ მანიფესტში არის ძალიან ბევრი ხმამაღალი სიტყვა, მაგრამ არაფერია ნათქვამი მეორე მხარის თანხმობაზე.
ყველა ბაგრატიონი, რომელსაც შეიძლებოდა რაიმე სახის პრეტენზია ქონოდა საქართველოს სამეფო ტახტზე გადასახლებულ იქნა რუსეთში,
მათ დაურიგდათ მცირე მამულები, მაგრამ ჩამოერთვათ დინასტიის შესაბამისი ტიტული... და დღემდე შეიძლება რუსეთის გუბერნიებში შეგხვდეთ ამაყი გარეგნობისა
და ბუნდოვანი წარმომავლობის ხალხი, უცნაური გვარებით: მუხრანსკი, გრუზინსკი, ივერსკი... და ა.შ. ხშირად რომ უწევთ იმის მტკკიცება: "არაფერი გვაქვსო საერთო ებრაელობასთან".
"უმადური ქართველების" ამ საყვედურებზე, რუს ისტორიკოსებს ხშირად მოყავთ ბოლო, "რკინის" არგუმენტი: იმპერიასთან მიერთებით საქართველო გადარჩა საბოლოო განადგურებას.
მაგრამ არსებობს უცნაური ფაქტი: თურქებმა "ვერ მოასწრეს" და ვერცერთი ბალკანური რეგიონის ქრისტიანული ერი (ბერძნები, ბულგარელები....) ვერ გაანადგურეს,
ისევე როგორც ანატოლიის, ლიბანისა და პალესტინის ქრისტიანები ახერხებდნენ, როგორღაც გადარჩენას ოტომანების იმპერიაში. ის კი არა სმხებიც როგორრაც თანაცხოვრობდნენ თურქებტან,
სანამ რუსეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს არ მოაწყო თურქების პროვიცურება სომეხთა გენოციდისა. სამაგიეროდ ქართველები გამონაკლისის გარეშე მონაწილეობდნენ
და იხოცებიდნენ ყველა ომში რომელსაც რუსეთი აწარმოებდა 1812-დან 1945-წლამდე (ავღანეთი სადაა ? D_T)
==============================================================
სხვების არ ვიცი, მე ყოფილი ფიზიკოსი ვარ და არა ლიტერატორი,
ამიტომ შენიშვნები მიიღება კი არა მისასალმებელია პატივცემული საზოგადოებავ
This post has been edited by Data_TuTashxia on 29 Aug 2016, 15:34
თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას ...© კ. გამსახურდია
სიცილი მონის უკანასკნელი ბასტიონია. © ნიცშე.