elia codognoაუფ.
მიკუზას და მათ ნაცბანდას კითხე აბა,
ყველაზე პირველი ვართ ევროპაში განვითარებით და დემოკრატიაში, ( ყოველშემთხვევაში ქოცების მოსვლამდე ).
თუ გვატყულებდნენ, დამთავრდა ნაცებს არარ მივცემ ხმას.

პს: შარშან, 2015 წლის 21 აპრილი იყო, ზუგდიდში მივდიოდით მე და მამაჩემი, სენაკში ( რკინიგზის სადგურის წინ მთავარ გზეზე ) ტურისტმა ზურგზე ჩანთამოკიდებულმა ქერათმიანმა გოგომ ( ასე 25 წლის იქნებოდა ) დაგვიქნია ხელი. როგორც იყო დაამუხრუჭა ჩვენი
ваз 2101 მამაჩემმა,
ზუდიდი და მესტია გავიგე მარტო სიტყვები მე უთხარი, ზუგდიდი მეთქი ოკეიო და ჩამოხტა მანქნაში.
ზუგდიდში მესტიისკენ მიმავალი მარშუტკების გაჩერებამდე მივიყვანეთ.
მანამდე გზაში გამოველაპარაკე, გაქცეულ ინგლისელს რომ მოაბრუნებ იმდენი ინგლისური ვიცი.

აღმოჩნდა რომ იმანაც იცოდა,
- საიდან ხარ მეთქი ?
- უნგრელი ვარო, ბუდაპეშტიდან.
- საქართველოში პირველად ხარ მეთქი ?
- არაო, მეორეჯერო, პირველად ყაზბეგში ვიყავი და ახლა მესტიაში მივდივარო.
ცოტა ხნიანი პაუზის მერე მეუბნება:
- თქვენ და რუსებს შორის რა განსხვავებაააო ?
- თავი გავიგიჟე სად ჩვენნ და სად რუსები მეთქი,
რუსები არის მაქსიმუმ 1000 წლის ერი და ჩვენ ქართველები ძალიან ძველი, თითქმის 3000 წლის ერი ვართ მეთქი.
- რუსული იციო ?
-კი მეთქი.
- მე არ ვიცო.
პს:პს: აქიდან დასკვნა, ევროპელებს დღესაც რუსები ვგონივართ ან ერთერთი რუსეთის გუბერნია მაინც.
ან მე ვცდები და უბრალოდ ის გოგო იჯდა ჭურში.