#48685531 · 29 Aug 2016, 19:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნუში არა კაკალი. იან პალახს იანი ერქვა და არა იანუში. რაც შეეხება გია აბესაძის მიერ გაღებული მსხვერპლისა და იან პალახის მიერ გაღებული მსხვერპლის შედარებას, გიას გმირობა არაფრით ჩამოუვარდებოდა იან პალატის გმირობას. უფრო მეტიც, გია აბესაძის მოტივები კიდევ უფრო ძლიერი იყო ვიდრე იან პალახისა. ქართველმა ერმა 1989 წლის 9 აპრილიდან 1991 წლის სექტემბრამდე არნახული სულიერი და პოლიტიკური დაცემა განიცადა. მაშინ გია ჭანტურიამ თქვა ზვიადმა ქართველი ერი ბრბოდ გადააქციაო. გიას პროტესტი მიმართული იყო იმ ხალხის მიმართ ვინც ქართველობა დაივიწყა და ბრბოდ გადაიქცა. სამწუხაროდ გია აბესაძის მსხვერპლი ამაო აღმოჩნდა და ბრბოდ ქცეულმა ქართველებმა მაინც არაფერი არ შეისმინეს. აი, ამიტომ ვერ შეფასდა გია აბესაძის მსხვერპლი. უბრალოდ ისინი ვინც ცოცხლები გადარჩნენ არ იყვნენ ასეთი მსხვერპლის ღირსნი და დამფასებელნი.
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
|