"ნაციონალური მოძრაობა" თბილისში იუსტიციის სახლის ავტოპარკინგზე ფასის დაწესებას აპროტესტებსნაციონალური მოძრაობა თბილისში იუსტიციის სახლის ავტოპარკინგზე ფასის დაწესებას აპროტესტებს. დღეს უწყებასთან ნიკა რურუა იმყოფებოდა. მისი განმარტებით, დაუშვებელია კომერციული დაინტერესება არსებობდეს, რადგან იუსტიციის სახლი არის არა კომერციული, არამედ სახელმწიფო დაწესებულება.
„ეს არ არის კომერციული დაწესებულება, არ არის კაზინო და ღამის კლუბი, რომ აქ მეპატრონემ ხალხი გაყვლიფოს პარკინგზეც. აქ არის მოქალაქეებისთვის სერვისის გაიაფების, ერთი ფანჯრის სისტემის პრინციპი და ამ ყველაფერთან წინააღმდეგობაშია ფასიანი პარკინგი. ამ პარკინგიდან აღებული ფული წავა ბიუროკრატიის ჯიბეში,“-განაცხადა ნიკა რურუამ.
http://rustavi2.com/ka/news/55589
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo