#48699008 · 31 Aug 2016, 16:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ThatGuy
| QUOTE | | ბურჯანაძე და ინაშვილი მეტნაკლებად პოლიტიკური პარტიები არიან,ამომრჩეველიც ყავთ და თუ შეძლეს პარლამენტშიც უნდა შევიდნენ,მხოლოდ იმიტომ რო მე არ მევასებიან არ ნიშნავს რო უნდა ავუკრძალოთ საქმიანობა |
შენ დავასებაზე არაა საქმე. კოლაბორაციონიზმი დასჯადია. იხილეთ საფრნაგეთის მოვლენები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ცესკო ”სახელმწიფო ხალხისთვის” და ”პატრიოტთა ალიანსს” წინასაარჩევნო წესების დაცვისკენ მოუწოდებს 16:05 31-08-2016 ცესკო ”სახელმწიფო ხალხისთვის” და ”პატრიოტთა ალიანსს” წინასაარჩევნო წესების დაცვისკენ მოუწოდებს ცესკო პოლიტიკურ გაერთიანებებს - ”პატრიოტთა ალიანსსა” და ”სახელმწიფო ხალხისთვის” წინასაარჩევნო წესების დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ დადასტურა, აღნიშნული საარჩევნო სუბიექტების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წესების დარღვევა და ასევე ცესკოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, ცესკო იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
”ვინაიდან სხვადასხვა სოციალური და მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ბლოკების - ”პატრიოტთა ალიანსისა” და ”სახელმწიფო ხალხისთვის” მიერ რიგით ნომრის სავარაუდო გამოყენების შესახებ, ამიტომ ცესკომ გაავრცელა განცხადება და აღნიშნულ საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდა წინასაარჩევნო წესების დაცვისკენ. კანონმდებლობისა და ასევე ცესკოს მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს რეკლამასა და სააგიტაციო მასალაზე მხოლოდ მას შემდგომ შეუძლია გამოიყენონ რიგითი ნომერი, რაც ცესკო დადგენილების მიხედვით განახორციელებს საარჩევნო სუბიექტებისთვის წილისყრით რიგითი ნომრის მინიჭების პროცედურას. ამიტომ ცესკომ გაავრცელა განცხადება და იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა, რომელიმე აღნიშნული საარჩევნო სუბიექტის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის წესების დარღვევა და ასევე ცესკოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, ცესკო იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის, კანონით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას”, - განაცხადა მიქელაძემ.
რაც შეეხება წილისყრის პროცედურას, ანა მიქელაძის განმარტებით, ის უნდა ჩატარდეს არჩევნებამდე არაუგვიანეს 36-ე დღისა.
--------------------
ჩემი მსაჯული ჩემი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან ილია ჭავჭავაძე
|