მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ აჭარაში მაღალჩინოსნები აჭარლები უნდა იყვნენ. ამის შესახებ ბურჭულაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა და მათ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.
„მინდა ჩამოვთვალო რა ხდება დღეს აჭარაში, გარდა იმ გაჭირვებისა, რაც აქ არის. აჭარის პოლიციის უფროსი არ არის აჭარელი, არც სუს-ის უფროსია აჭარელი, არც ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, არც ბათუმის მერი, არც მთავარი პროკურორი ყოფილა აჭარელი, აჭარის იუსტიციის სამინისტროში მაღალჩინოსნები არ არიან აჭარლები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არ არის აჭარელი. რა ხდება, კადრები არ გვყავს აჭარაში?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რა მაგალითს ვაძლევთ აფხაზებს და ოსებს?! როგორც კი გაერთიანდება საქართველო, ისინი აღარ იქნებიან და აღარ მიხედავენ ჩვენს ქვეყანას. ისინი იქნებიან მეორე პლანზე და ჩვენ დავაკმაყოფილებთ. ეს სასწრაფოდ არის შესაცვლელი, როგორც კი მოვალთ, ამას აუცილებლად შევცვლით, მეორე დღიდან, მთავარია, რომ არჩევნებზე მობრძანდეთ”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ და მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
”ნაციონალური მოძრაობა და ”ქართული ოცნება” უკვე წარსულია და ვისაც წარსულში უნდა დაბრუნება, იმას მომავალი არ აქვს. გული არ გაიტეხოთ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება”, - აღნიშნა პარტიის ლიდერმა.
(с)
http://bit.ly/2bS5Dhbტიპი რა სულელია

ჯერ როგორ დაადგინა აჭარელი ვინ არის და ვინ არა? მერე ის მაინც არ იცის, რომ აჭარის რესპუბლიკა მარტო აჭარის მიწას არ მოიცავს გურიის და ჭანეთის მიწებიც შეიყვანა სტალინმა? მერე ის არ იცის, რომ აჭარლები უმცირესობაში არიან აჭარის რესპუბლიკაში?
ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ სხვა ვერაფერი ვენ ნახე საპოპულისტო ესეთი უნიჭო ხარ? თურქებზე გეთქვა რამე, ბათუმის კულტურული შენობების განადგურებაზე, საწარმოების არ არსებობაზე, უცხოელების მონად მომსახურე პერსონალად გადაქცევაზე ქართველების, ტიპმა აჭარელიო და შუღლს აღვივებს ქართველებს შორის.
პ.ს. ვახუშტი ბატონიშვილის რუკა პარიზში გამოცემული რომელმაც მთელი საქართველო მოიარა და აღწერა.
http://www.nplg.gov.ge/dadiani/Images/map1full.jpg
This post has been edited by გასო on 31 Aug 2016, 17:35