#48700200 · 31 Aug 2016, 19:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
anthropod
QUOTE | ზეთისხილის და თხილის ექსპორტი ჯობია თუ ზითუნის ზეთის და თხილიანი ტკბილეულის - ამას ეკონომისტობა არ სჭირდება |
მაგას რომ ეკონომისტობა არ სჭირდება ეს საქართველოშიც ბრწყინვალეთ ვიცით და მაგ ბოდიალა ეკონომისტის ვითომ ახალი ამერიკის აღმოჩენა არ არის საჭირო. საქმე იმაშია რომ ძეითუნის ზეთის (ისეთის რომელიც კონკურენციას გაუწევს მსოფლიო საუკეთესოებს) დამზადებას და მერე ზეთის კომერციალიზაციას სხვა განვითარების დონე სჭირდება, ტექნოლოგიები, აღჭურვილობა და განათლებული, კვალიფიციური პერსონალი, რაც ჩვენ არ გვაქვს. და ეს უცებ არ მოვა (არც სხვა ქვეყნებში მოსულა უცებ, აი მაგალითად თურქეთიდან რომ ტექსტილის ქარხნები გადმოაქვთ აქეთ, რატომ ხდება აბა თუ მიხვდებით. რატომ და იმიტომ რომ აქ მუშახელი უფრო იაფია. და რატომ არის უფრო იაფი? იმიტომ რომ თურქეთი წინ წავიდა, გადის უკვე ამ ტექსტილის დონიდან და უფრო ტექნოლოგიურად რთულ სექტორებში გადადის, საიდანაც მოგებაც მეტი აქვს და შესაბამისად მუშახელსაც უფრო მეტს უხდის. ასეთი ბუნებრივი განვითარება ხდება ჩინეთშიც.), ამიტომ ჯერ თხილის გაყიდვა მოგვიწევს, მერე მაქედან აღებული ფულით გადამამუშავებელი ტექნოლოგიის შეძენა და პირველადი ნედლეულით ვაჭრობისაგან უფრო რთულ, გადამუშავებულ პროდუქტებზე გადასვლა. ამას სახელმწიფო ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ თეორიული პრობლემები იქნება (რომც წარმოვიდგინოთ რომ მაგარი სახელმწიფო მოხელეები არიან ყველგან. ნუ რაც უტოპიაა ჩვენს შემთხვევაში, მაგრამ დავუშვათ...), ტიპა მათი არ არის და კარგად ვერ იზამენ, ან თავიდან იზამენ და მერე მიაფინაჩებენ, ძალიან დიდი შანსია რომ ასე იქნება. მდგრადად და ხარისხიანად გამოვა ან რაღაც სუპერ დიქტატურის პირობებში (სინგაპურივით), ან ბაზრის ლოგიკის მიხედვით თუ იქნება და კონკურენცია განაპირობებს ამას. ისე არ გამოვა, ნუ თითო-ოროლა პროექტის კარგად გაკეთება შეიძლება და ასეთი მაგალითებიც შეიძლება იყოს, მაგრამ მასიურად შეუძლებელია სახელმწიფომ დაგეგმოს ეს კარგად და განახორციელოს თვითონ და სუბსიდიაზე ყავდეს.
|