სკოლის ასაკიდან კი არა ოჯახიდან უნდა დაიწყოს ელემენტარული წესრიგის სწავლება, სულ პატარაობიდან.
გაიხედეთ და ყოველ დილა-საღამოს მოკრავთ თვალს სიტუაციას ჩვენს ქუჩებში, როცა დედა (ან ბებია) გადაარბენინებს ხელჩაკიდებულ პატარა ბავშვს უადგილო ადგილას. ან სულაც უარესი, მიიყვანს ღერძულა ხაზამდე, ხელს გაუშვებს და გაიქეციო რო ეტყვის. არა ზებრა, არა შუქნიშანი, პირდაპირ გაგანია ინტენსიურ მოძრაობაში. აბა რა უნდა ისწავლოს და აითვისოს ამ ბავშვა უფროსებისგან?
აი ის ბავშვი რო წამოიზრდება, მის ცნობიერებაში ჩაბეჭდილი იქნება (ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც, სანამ სრულასაკოვნებაში გაათვითცნობიერებს რა როგორ, ისიც თუ გააცნობიერა), რომ ასე უნდა "გადავიდეს" გზაზე. მსგავსი ჩვევევბი, შემდგომში, ხშირ შემთხვევაში არის კიდეც ფატალური შემთხვევების მაპროვოცირებელი.
მშობლებო, გაუფრთხილდით თქვენს შვილებს და პატარაობიდანვე მიაჩვიეთ წესრიგს !!!P.S. - ახალგაზრდა მშობლებო, ეს რჩევა დარიგება თქვენს მშობლებსაც მიეცით (ნუ მოგერიდებათ), ვისაც თქვენი შვილების სიცოცხლეს ანდობთ და ფრთხილად და წესრიგის დაცვით გადაიყვანონ ისინი ქუჩებში. ხშირად მათაც ეშლებათ მსგავსი ნიუანსები, იმიტომ რომ ისინი ასე არიან გაზრდილები (არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, იგივე ეხება ჩემს მშობლებსაც), მათ დროს მოძრაობის სხვა ინტენსივობა და წესრიგი იყო და უადგილო ადგილას გადასვლა არ ითვლებოდა რაღაცა ცუდ ტონად, ან რაიმე განსაკუთრებულ საფრთხედ და რასაც შეჩვეულები არიან, იმას ვეღარ გადავაჩვევთ, მაგრამ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას უნდა გავუფრთხილდეთ.
This post has been edited by spider77 on 2 Sep 2016, 12:08