ეს აზერბაიჯანში რა ხდება
(Nigar Orujova., 2015.)
აზერბაიჯანში ექსპლუატაციაში ქარის ახალი ელექტროსადგური შევიდა
ბუნებრივი რესურსებით მდიდარ აზერბაიჯანში ექსპლუატაციაში „ენი იაშმას“ ქარის ელექტროსადგურის პირველი ტურბინა შევიდა და მალე სხვა ტურბინებისამუშავებაც იგეგმება. „ჯამში 20 ქარის ტურბინის გაშვებაა დაგეგმილი,“ - აღნიშნა აზერბაიჯანის ალტერნატიული და განახლებადი ენერგიის წყაროების სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ჯამალ მალიკოვმა. „ჩვენ დავასარულეთ ქარისელექტროსადგურის სამონტაჟო სამუშაოები და დავიწყეთ ტურბინების ეტაპობრივი გაშვება, თითოეული 2.5 მგვტ სიმძლავრით“, - განაცხადა მან 28 მაისს. მალიკოვის თქმით, პირველი ტურბინის სასტარტო სამუშაოები დასრულებულია. „სამუშაო პარამეტრების დასადგენად ჩვენ თითოეული ტურბინისათვის საშუალოდ სამი
დღე დაგვჭირდება. ეს ნიშნავს, რომ
ყოველ სამ დღეში ერთ ტურბინას
შევიყვანთ ექსპლუატაციაში“. (WIND POWER., 2015) მალიკოვმა დასძინა, რომ ამჟამად ტურბინების სიმძლავრე საათში დაახლოებით 1 მგვტ-ს უახლოვდება და დღეისათვის მან უკვე 5 ათასი კვტ.სთ გამოიმუშვა, რაც გაშვებულია ერთიანი ელექტროსისტემაში.
Wind Energy, Azerbaijan
ქარის ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება აზერბაიჯანში ალტერნატიული ენერგიების სფეროს განვითარებისაკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს
წარმოადგენს. „ჩვენ ყოველდღიურად, ყოველთვიურად და ყოველწლიურად ვზრდით განახლებადი ენერგიის წყაროებს და, ამგვარად, უზრუნველვყოფთ ელექტროენერგიის წარმოებისათვის გაზისა და ნავთობის პროდუქტების დაზოგვას და ვზრდით ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგიის ექსპორტის პოტენციალს“, - დასძინა მალიკოვმა.
8
აზერბაიჯანის ჩრდილოეთში, ხიზის რეგიონში განთავსებული „იენი იაშმას“ ქარის ელექტროსადგურის ჯამური დადგული სიმძლავრე 50 მგვტ-ს შეადგენს. წინასწარი მონაცემებით, უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანში
ალტერნატიული ელექტროენერგიის გენერაციის 100-მდე ობიექტის მშენებლობა
იგეგმება. ქვეყანაში ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარებაში ჩადებული
ინვესტიციების მოცულობამ 2014 წლისათვის 63.6 მლნ მანათს მიაღწია. ამ თანხიდან 34.9
მილიონი მანათი მზის ენერგიის, ხოლო 28.7 მლნ მანათი ქარის ენერგიის
განავითარებაზე მოდის. ჯამში 2000 წლიდან აზერბაიჯანში ამ დარგში დაახლოებით 800
მლნ მანათის ინვესტიცია განხორციელდა. ქვეყნის ალტერნატიული და განახლებადი ენერგიების ჯამური პოტენციალი 10
ათას მგვტ-ს აჭარბებს. აქედან მეტ წილს მზის ენერგია შეადგენს და მისი პოტენციალი
დაახლოებით 5 ათასი მგვტ-ითაა შეფასებული, ქარის ენერგია 4.5 ათას მგვტ-ს შადგენს, ბიომასა - 1.5 ათას მგვტ-ს, გეოთერმული - 800 მგვტ-ს და დანარჩენი 350 მგვტ მცირე ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. ქარის სადგური ენერგიის უსაფრთხო და უსაზღვრო წყაროა, მაგრამ დაბრკოლებას ფინანსირება წარმოადგენს, რადგან ქარის ტურბინების მონტაჟი და ისეთი სისტემის მშენებლობა, რომელიც ენერგიას ყველა მომხმარებლამდე მიიტანს, ძალიან ძვირი ჯდება. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში მზის ენერგია არსებულ სხვა ალტერნატიულ ენერგიებზე უფრო ხელსაყრელია, ქარისა და მზის ენერგიების ათვისების ტემპები დიდად არ განსხვავდება. მეტიც, აზერბაიჯანის კასპიის ზღვის ნაწილში დაგეგმილმა ქარის სადგურის პროექტმა შესაძლოა ეს განსხვავება გააქროს კიდეც. ქვეყანამ დაიწყო მუშაობა კასპიის ზღვის ტერიტორიის ათვისებაზე, იქ ქარის ელექტროსადგურის განთავსების მიზნით. (Nigar Orujova., 2015.)
----------------------------------------------------------
ჰიდროსადგურებზე იძახიან ეკოლოგიას აზიენებსო
ქარის სადგურებზე იძახიან ძვირია ჰირდროსადგურები სჯობსო
საერთოდ არ გააკეთონ არაფერი