არ არის ეგრე. აქაც გარემო.
გარემო უნდა შეიქმნას მასაში.
ბატონი ბიძინა და ყმა უსუფა ამ გარემოს არ შექმნიან. სხვა გარემოში აგზავნიან შვილებს. ეგა აქვთ საერთო ყველას.
გარემოს ვინც შექმნის, მათ გასაქანს არ აძლევდნენ და არც მისცემენ ვირთხების კოლონიები.
ადამიანი განვითარებას იწყებს შესაბამის გარემოში.
ძალიან ცდები თუ გგონია რომ ძვირიანი სკოლა და რეპეტიტორების მთელი არმია აღზრდის ბავშვს ადამიანად, რომელსაც სხვა რაღაცეებთან ერთად შეუძლია ენებიც იცოდეს.
ნიჭს გზა ჭირდება. ჩვენ - წყლის ქვეყანას უწყლობა გვტანჯავს. ჩვენ -ნიჭით სავსე ქვეყანას -უგზობა და გზას აცდენილი ნიჭი გვღუპავს.
შენ, მაგალითად, შეგიძლია ვინმესთვის გახდე გარემო? მისცე მას განვითარების შესაძლებლობა შენგან და შენით?
დაე ის ვინც არის მეტი, გახდეს ნიადაგი, გახდეს პირობა რომ მასზე გაიხაროს სიცოცხლემ და ნაყოფი მოისხას.
* * *
t-90შესწავლილი გაქვს მაგ. 'საშუალო შვედებს", "მასა შვედებს" უჭირთ თუ არა ზოგადად ფრანგული, ინგლისური და რუსული?
ან უჭირთ თუ არა ზოგადად ყველაფერი დანიელებს?
რა არის ეს ეროვნული ნიშნით დისკრიმინაცია? იფექციური დაავადებასავით გავრცელდა უკვე ქართველოფობია. პანდემიის იმედი მაინც ნუ გექნებათ, საკმაოდ სერიოზული საპირწონე გყავთ და ერთმანეთს აბალანსებთ
This post has been edited by annavita on 6 Sep 2016, 01:43