#48711047 · 2 Sep 2016, 08:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დაჭაობება და პოლიტიკური ვაჭრობები გაგრძელდება.
ამ არჩევნების შემდეგ ყველა შემთხვევაში (ოცნებამ გინდ 100 მანდატი მიიღოს, გინდ 75 და გინდ 60, სიტუაცია დაიძაბება და მალევე საქმე მივა ვადამდელ არჩევნებამდე, რადგან ამჟამად წარმოდგენილი პოლიტიკური სპექტრი 30 %-ითაც ვერ ასახავს ქართველი ერის სახესა და არ შეესაბამება საქართველოს ამჟამინდელ გამოწვევებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს პოლიტიკური სპექტრი მეტწილად ბანძია. პოლიტიკაში საჭიროა ახალი ადამიანები და არა ასეთი რამდენჯერმე გველისპერანგგამოცვლილი ავანტიურისტებისა და ირაკლი კობახიძისნაირი ახალი კომსომოლების ნაზავი.
--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი. (c) ლაო ძი
|