მგონი საკმარისი არგუმენტი მოვიყვანე თუ რატო არ უნდა იყოს ერთნაირი სასჯელი სხვა და სხვა სიჩქრეზე.
რა შუაშია ტელევიზორის და რადიოს მოპარვა საერთოდ?
მაგრამ თუ მაინც ამ კუთხით გინდა მაგალითის განხილვა, კარგი
მე შეგისწორებ და უფრო ზუსტ მაგალითს მოგიყვან.
როდესაც ადამიანი სუპერმარკეტში იპარავს ფუნთუშას და როდესაც იგივე სუპერმარკეტში იარაღის მუქარით მოლარეს თხოვს ფულს, ეს სხვა და სხვანაირად უნდა ისჯებოდეს.
კი კი სიჩქარის დიდი ოდენობით გადაცილება ეს იგივე მძიმე დანაშაულია, რასაც მძღოლი სჩადის შეგნებულად
კიდევ გავიმეორებ და ზუსტ არგუმენტს მოგიყვან.
როდესაც მძღოლი (დილის 7 საათზე თუნდაც) მოძრაობს სანაპიროზე ფეიქრების მიმართულებით, მისი სიჩქარე იქნება დაახლოებით 70-80კმ/სთ, რადგან სანაპიროზე შეზღუდვა არის არ უმეტეს 70 კმ/სთ, არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ მან იგევე სიჩქარით გააგრძელოს სვლა ფეიქრების ქუჩაზეც, სადაც შეზღუდვა არის უკვე არა უმეტეს 50კმ/სთ. ანუ მძღოლი უკვე აჭარბებს სიჩქარეს და ის დაჯარიმდება 50-100 ლარით.
ამ კონკრეტული დარღვევის ჩადენა 99% შემთხვევაში იქნება უნებლიეთ ჩადენილი, ანუ არა მიზანმიმართულად, გამოწვეული უბრალოდ მძროლის დაუკვირვებლობით და მეტი არაფერი. რისთვისაც სავსებით საკმარია 50-100 ლარიანი ჯარიმა, რომ მან შემდგომში უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინოს.
ეხლა მეორე ვარიანტი, როდესაც იგივე ფეიქრების ქუჩაზე ვინმე მოძრაობს 120 კმ/სთ სიჩქარით, აქ უბრალოდ დაუდევრობასთან აღარ გვაქვს უკვე საქმე და ეს არის უკვე მიზანმიმართულად, მძღოლის მიერ გამიზნულად ჩადენილი დარღვევა, ანუ მძღოლი ძალიან კარგად აცნობიერებს რომ ის გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობს და ის ამისთვის რა თქმა უნდა უფრო მკაცრადაც უნდა დაისაჯოს.
ხოლო ის ხალხი ვინც გონკაობს თავისი ჭკუით და დარბის 180 კმ/სთ სიჩქარით, ეგ კიდევ უფრო დიდი დამნაშავეა ვიდე წინა ეპიზოდში მოყვანილი და ამიტომ ეს კიდევ უფრო მკაცრად უნდა დაისაჯოს.
პ.ს. რავი ამაზე მეტი კარგად როგორღა ავხსნა ის არგუმენტი რაზეც მე ვსაუბრობ. კი ბატონო თუ რამეში არ მეთანხმებით თქვით, მაგრამ თხოვნა იქნება შესაბამისი არგუმენტი მოიყვანეთ, ლოგიკურ ახსნაზე დაფუძნებული და არა უბრალოდ ჰარი ჰარალოზე.
* * *
მე თუ მკითხავთ, ერთი დიდი აქცია უნდა შსს-ტან, იმის მოთხოვნით რომ კანონი უნდა კანონობდეს ყველასთვის და უნდა ისჯებოდეს ყველა, სამტავრობო მანქანებიც და ყველა.
პ.ს. დასაქმებულების 30% მუშაობს საჯარო სამსახურში, ძალიან დიდი ნაწილს აქვს სამთავრობო საშვი მანქანაზე და ეს მაგათი მახინჯი გაგებით ყველაფრის ჩადენის უფლებას იძლევა, ასევე ძალიან ბევრი პატრულიც ფიქრობს ესე მახინჯურად და აი ეს უნდა დამთავრდეს.
100% ყველა უნდა ჯარიმდებოდეს, შავი პრადოებით დაწყებული, ოპერების შკოდებით დამთავრებული. ხოლო შემდგომ უნდა არსებობდეს რამე ცალკე კომისია, გენისპექციის პონტში და მანდ უნდა ხდებოდეს ამ დარღვევების განხილვა, ანუ სად ეცქარებოდა კონკრეტულ მანქანას დროის მაგ მონაკვეთში და გამართლებული იყო თუ არა მისი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა.
პ.ს. აი ამის მიღწევაა აქ ყველაზე რთული და ამას სჭირდება ვინმე პრინციპული მინისტრი, რომელიც პრინციპულად უნდა მიუდგეს ამ საკითხს. ხოდა პრინციპულობაში კიდე ხალხი უნდა დაეხმაროს მინისტრის, უნდა ვაიძულოთ რომ ის პრინციპული გახდეს და ამის საუკეტესო მოტივაცია მის სამინისტროსთან გამართული აქცია იქნება ჩემი აზრით.