ნაცებო ძაღლებთან ერთად მოსეირნე მოსამართლე ვისი დანიშნული და შერჩეულია ხომ ვერ გამახსენებთ?
გვარამიას თქმით, ოთარ სიჭინავა იუსტიციის საბჭოში სააკაშვილის მეზობლობის გამო დაინიშნატელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, 2006 წელს ოთარ სიჭინავას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე მიიღო პასუხი, რომ სიჭინავა სააკაშვილის კარის მეზობელი იყო.
ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.
გვარამიას თქმითვე, ოთარ სიჭინავა სამართლებრივ საკითხებში უცოდინარია და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ერთგულების ნიშნით შეარჩიეს.
“2006 წელს იუსტიციის საბჭოს წევრი ვიყავი პარლამენტიდან და უცაბედად მოგვევლინა საბჭოს მუდმივ წევრად, პრეზიდენტის კვოტით. გამაოგნებელი კაცი იყო – სრულიად (ხაზგასმით – სრულიად) უცოდინარი სამართლებრივ საკითხებში, ბევრს ლაპარაკობდა იარაღზე და უსიამოვნოდ მლიქვნელობდა. ასეთები მანამდეც შემხვედრიან და მერეც (“9 წლის” განმავლობაში) და ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნებას ტოვებდნენ. ნორმალურია-თქო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვეულებრივი ამბავია: პოლიტიკას, მით უფრო, დამწყებ დემოკრატიებში, ახასიათებს ერთგულების ნიშნით ადამიანების შერჩევა. რაოდენობას და თანამდებობას გააჩნია, უბრალოდ.
რომ ვიკითხე, საიდან მოვიდა-თქო, მომიგეს, პრეზიდენტის კარის მეზობელიაო. რომ გავაგრძელე სვლა მაღლა ვერტიკალით, მითხრეს, ერთგული და კარგი ბიჭია, შეიარაღების საკითხებში ერკვევა გადასარევადო. მთლად ასეთსაც არ მოველოდი და თვალები რომ გადმოვკარკლე, სხვა თემაზე გადამიტანეს საუბარი, სიჭინავა კი ათჯერ უფრო მლიქვნელი გახდა ჩემთან, ვიდრე მანამდე (უთხრეს, ეტყობა, შთაბეჭდილება მოეხდინა და ასე გაიგო. სხვანაირად როგორ უნდა გაეგო, ან რითი უნდა მოეხდინა შთაბეჭდილება? იარაღი მე არ მაინტერესებს და სხვა არაფერი იცოდა).
საკონსტიტუციოში რომ დანიშნეს, გულისამრევი და სამარცხვინოა-თქო, ყველას ვუთხარი, ვისაც ეხებოდა. მაგრამ რა აზრი ჰქონდა – დანიშნეს და მორჩა. პოლიტიკური გუნდურობის ეთიკა კი მოითხოვს, რომ შიგნით თქვა და გარეთ არ გაიტანო, თუ ქვეყნის დაქცევას და ღალატს არ ეხება საკითხი,”- წერს გვარამია.
კიდევ ბევრს რომ ტლიკინებს ნაცხროვა
ამაშია საქმე ...............................
რავა კონსტიტუციასავით იცვლი ქალებს? (с)...
ვის მოერიეთ-87 წლის საქართველოზე შეყვარებულ მოხუცს და მის საქეიფოდ ჩამოსულ სტუმრებს?
ათ პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვექნება წელს, ოღონდ ჯერ ამათ უნდა მივხედოთ (c) ქოცი