ნუ თუ მარტო თქვენ იცით ყველაფერი და ჩვენ არასაკმარისი, გამოდის რომ წყარო მარტო თქვენთვისაა ხელმისაწვდომი.
სხვა მხრივ მემგონი ყველაფერი უკვე ითქვა პოზიცია- ოპოზიციური თუ ყვითელ-მწვანე მედიით. კადრებიც ვნახეთ სულ მთლად ნატურალური და ამ კადრების გადაჭარბებულად ზუსტი ეკრანიზაციაც ოპერატიულად წინასაარჩევნოდ
ძალიან ცუდია ის რაც ხდებოდა ციხეში. ამაზრზენია და შოკისმომგვრელი. მაგრამ არანაკლებ ამაზრზენია მსგავსი უკონტროლო მასობრივი ამნისტია და გამომდინარე აქედან- უდანაშაულო ხალხის უკონტროლო კრიმინალისტების ხელში ჩაგდება.
ვის კისერზეცაა ეს თქვენც და მეც კარგად ვიცით... ეს ხომ პიარია, პოლიტიკური გათვლა, ჩვენ, პატიოსანი მოქალაქეები კი - მსხვერპლად შეწირული ბატკნები. მე სულაც არა ვარ აღფრთოვანებული ჩემი თავის სიკვდილმისჯილი უსუსური ბატკნის ამპლუაში წარმოჩენით.