საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ განცხადებას იან კელი გამოეხმაურა
17:14 2016-09-07
საქართველოს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის მიერ გაჟღერებულ იდეას იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა განთავსდეს ამერიკის ელჩი იან კელი გამოეხმაურა:
იან კელის თქმით მას აღნიშნულ საკითხზე რესპუბლიკური პარტიის ლიდერთან საუბარი არ ჰქონია, თუმცა შეერთებული შტატების ელჩი უსუფაშვილის წინადადებას საინტერესოს უწოდებს.
„ჩვენ უნდა შევხედოთ რას გულისხმობს რესპუბლიკელების წინადადება. ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი საქართველოში. ეს უკავშირდება შეფასებისა და წვრთნის ცენტრის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოებს ჩვენი ხელმძღვანელობით. ასევე ვიწყებთ კიდევ ერთ პროგრამას, რომელიც ახლა განხილვის საწყის ეტაპზეა. ასე რომ შემოთავაზება საინტერესოა და შევისწავლით დეტალურად,“-განაცხადა იან კელიმ.
http://www.newposts.ge/?l=G&id=118372-%E1%...%83%A8%E1%83%A8