არადა თავიდან დავიწყე აქტიურად ყურება, დასაწყისს ქონდა პოტენციალი საინტერესო ნამუშევარი გამოსულიყო, მაგრამ თავი იჩინა პირველ რიგში მსახიობების დიდი ნაწილის არაპროფესიონალიზმმა და გოგა ხაინდრავას პროფესიით ოპერატორობამ და არა რეჟისორობამ.
პირველ რიგში დავიწყებ იქიდან რომ ფილმში ისეთი არაფერია ამ ეტაპისთვის ნათქვამი რაც არ ვიცოდით, ციხის კადრები ვფიქრობ რაც გაშუქდა უფრო მეტად მძაფრი და საშინელი სანახავი იყო ვიდრე ფილმში "დუბინკების" ქნევა ბოლოში "დატორმუზებით" რომ კამერას არ მოხვდეს.
რვა სერიაში სიუჟეტურად ჯერ მარტო ის გავიგეთ რომ მიშას უყვარს ჭამა და ქალები, წყვეტებით მოსამართლის შანტაჟის ექსპოზიცია და სერგო თეთრაძის წამების 3 სცენა. გაქრა ბიჭი რომელზეც დაწყებისას ვფიქრობდი რომ იქნებოდა შემკვრელი ამბის, მწერალი რომელიც დაიჭირეს. სცენები გაწელილია.
მიშა სააკაშვილის როლის შემსრულებელი აკეთებს არა როლს, არამედ პაროდიას, შესაბამისად ჟანრიდან ხდება ამოვარდნა. ან ყველა პერსონაჟი უნდა იყოს მისნაირი თამაშის ხერხებით ან თვითონ უნდა თამაშობდეს სხვა მსახიობებივით. უფრო გასაგებად რომ ვთქვა "ვის უნდოდა კურდღელ როჯერის დაღუპვა" რომ არის, კინო და მულტფილმი ერთად, დაახლოებით ასეთი ვარიანტია. ოღონდ ის საოჯახო კომედიაა და ამ ფილმის ფუნქცია წესით სულ სხვა უნდა იყოს!
გუშინდელი მერვე სერია საერთოდ საოცრება იყო... სანდრას ცეკვა, ვითომ რაღაც მხატვრულად დანახული ეული ქალის განცდები... "ჯაყოს ხიზნები" გამახსენდა, მარგო რომ თეიმურაზს "ეჩალიჩება" ცეკვით და სიმღერით და ის კი წიგნებს კითხულობს.
პიცა და ფრი რომ მოიტანეს ქართულ სუფრაზე ამით რა? იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილიო ყველაფერი ვერ ჩავატიეთ ფილმშიო, რატომ ხარჯავ ამდენ დროს იმაზე რომ ფრი და პიცა გამოიძახა. რადგან ამ ფილმში ყველაფერი მიმართულია იმისკენ რომ სააკაშვილის პიროვნება უარყოფითად წარმოაჩინონ, ეს სცენა ნამდვილად დროის დაკარგვა იყო, რადგან ვერაფერს ვხედავ იმაში ცუდს, მითუმეტეს ქართველებს ეს არ გვიკვირს, დიდებული სუფრის შემდეგ ან ლუდს რომ ვსვავთ ან გზაში მაკდონალდში შევივლით, ან შაურმას დავამატებთ ხოლმე.
მის მასტურბაციას რაც შეეხება ესაც ძალიან "დიშოვი" ხოდია... კაცზე ამბობდნენ ქალი არ დატოვა უპატივცემულოდო და როგორ წარმოგიდგენიათ ბათუმში ვიღაც ბოზს ურეკავს და იმაზე ანძრევს. ჯერ ერთი თუ ძალიან მოუნდებოდა იმ "ბოზს" 1 საათში დაუსვავდნენ თბილისში და ამას გარდა ვფიქრობ არც დედაქალაქში აკლდა საყვარლები.
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ამ ფილმის მთავარი და ძირითადი ფუნქცია უნდა ყოფილიყო დანაშაულებრივ ქმედებებზე საზოგადოების ინფორმირება, ამ ეტაპისთვის ანუ 8 სერიის ჩათვლით ჯერ ვერც ახალი გავიგე რამე და სააკაშვილის მხოლოდ დაცინვაა ჯერ. არ ვიცი რა იქნება შემდეგ 16 სერიაში, მაგრამ ვფიქრობ ამაში 40 მილიონის დახარჯვა უბრალოდ წყალში გადაყრილი თანხა და უგემოვნების პიკია.
უგემოვნების იმიტომ რომ დახურო ორი ისეთი პროექტი როგორიც იყო "ტიფლისი" და "ქერჩი" (რა თქმა უნდა იქაც იყო ხარვეზები, მაგრამ ამასთან შედარებით ოსკაროსანი ფილმი იყო) და ეს გადაიღო არის ქართული კინო ისტორიის სირცხვილი.
მოკლედ დასკვნა:
40 მილიონად ბიძინას შეეძლო ძალიან ბევრი კარგი რამე გაეკეთებინა, ან სახლის წინ რომ იპოთეკარები უზის, მაგათი პრობლემა მოეგვარებინა, ან თავშესაფარები აეშენებინა უსახლკარო ხალხისთვის, ან მაგის ერთი მეათასედი გამოეყო და თოჯინების თეატრისთვის ფუნქციონირების საშუალება მიეცა თუ ასე უყვარს ხელოვნება, ან იმ მენავესთვის ოლიმპიადაზე რომ მეხუთეზე გავიდა 40 000 ნავი ეყიდა, ან ან ან ან ან ან ან....
მაგრამ ქოცებს და ნაცებს ისე უბრმავებთ შურისძიების სურვილი ერთმანეთის მიმართ რომ ხალხი, ანუ ჩვენ სულ ფეხებზე კიდიათ და ყველაფერი იმისთვის უნდათ რომ ერთმანეთი მოსპონ და გაანადგურონ. შესაბამისად მთელი მათი ენერგია, სახსრები და დრო ამაში იხარჯება.
ჰოდა ერთი კითხვა მაქვს...
ჩვენ რა დავაშავეთ?
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare