ძალიან დაბალი დონის სერიალი გამოვიდა...
უაზრობაა...
ჩვენთვის გასაგებია კიდე რაც ხდება, მაგრამ სადმე რო გავიდეს ეს სერიალი და ვინმე საქართველოს ბოლო თხუთმეტწლეულში ჩაუხედავმა ადამიანმა უყუროს, ვერაფერს გაიგებს...
პირველი ორი სერია ემოციური იყო, ციხის ამბები...
სერგო თეთრაძის ეპიზოდებიც...
ვიცით რომ რეალურია და იმიტომ...
მოსამართლეს რომ აშანტაჟებენ, ეგეც მძიმე ეპიზოდი იყო...
დანარჩენი სისულელეა, იაფფასიანი...
ახალაიების მაგივრად ახალაძეები, ვანოს მაგივრად მერაბი და ა.შ...
კაი ტიპი ჟვანია

სააკაშვილის როლის შემსრულებელი კარგად თამაშობს, ან არ თამაშობს და ეგეთი ტიპია, მაგრამ იუმორისტული გადაცემის პაროდიებს გავს...
თუ უნდოდათ ხალხისთვის დაენახებინათ ნაციონალების რეალური სახე, პირველი ორი სერიის მსგავსი სერიები უნდა ყოფილიყო...
როგორ გაწირეს უდანაშაულო სტუდენტი...
და მაგის გარდა რამდენ გაწირეს და გააუბედურეს კიდე...
სერგო თეთრაძის ეპიზოდის მსგავსიც იყო, ადამიანების მოშორება მოღალატეობის დაბრალებით, სასამართლოს (თავიანთი სასამართლოს) განაჩენის გარეშე...
კიდევ ბევრი მრავალი ეპიზოდია...
და ესენი მიშას სისულელეების ლაპარაკს გვანახებენ, რასაც ისედაც ყოველდღე ვხედავდით და თუ მოგვინდა ვნახავთ იუთუბზე...
Mens sana in corpore sano...