#48763218 · 9 Sep 2016, 08:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემი აზრით კარგი იდეაა, გააჩნია პედაგოგების დონეს/ თუ მოიყვანენ ძლიერ პედაგოგებს და მაღალ ანაზღაურებას მისცემენ, მაშინ ძალიან კარგია.
ჩემი შვილები არც ზარმაცები იყვნენ(განსაკუთრებით უფროსი) და არც იდიოტები, მაგრამ არ იყო სწავლა და თავისით რომელი ბავშვი მოიკლავს თავს, თუ რომელიმე საგანი არ უყვარს გაგიჟებით და განსაკუთრებით.
ქართულის, მათემატიკის , ინგლისურის და რუსულის პედაგოგები სულ მყავდა. მერე დაემატა უმაღლესისთვის მოსამზადებელი საგნები, თავისი უნარებიანად. რა 1500 ლარი, თითო საგანი, დიდი პატივისცემით , მინიმუმ 1000-1200$. ვისა აქვს ამის შესაძლებლობა? შესაბამისად, ნიჭიერი,მონდომებული , მაგრამ ხელმოკლე ოჯახის ბავშვები იჩაგრებიან.
პირველ რიგში პედაგოგების დონეს უნდა მიხედონ, მკაცრი შერჩევა და გაცხრილვა, ვინც დარჩება მაღალი ანაზღაურება.
ძალიან მომწონს ჯეჯელავას იდეა უმაღლესში ონ-ლაინ სწავლების შესახებ. დღეს დიდი გაჭირვებაა,ძირითადად ახალგაზრდები მუშაობენ. სად აქვთ იმის დრო, ერთ ლექციაზე დილის 9 საათზე მივიდნენ და მეორეზე სამსაათიანი ინტერვალის შემდეგ.
სულ ვფიქრობდი, დაუსწრებელი ან საღამოს დასწრებული შემოიღონ-თქო და ონ- ლაინ თუ იქნება მთლად უკეთესი.
--------------------
მე მომავალში დავიბადე , მოვკვდი წარსულში
-----------------------
ჩემი მომავლის წარსულია ეს ყველაფერი
|