#48756539 · 8 Sep 2016, 12:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
და ყველას რატომ აწყობს საქართველოში ხელოვნურად შექმნილი იდიოტური საზოგადოების ფორმირება იაფ შიდა მარიონეტებზე დაყრდნობით?
უბრალო ნიუანსი: ჩვენს ფორუმელთა პარტიას თავისუფლად შეეძლო მოეგო ეს არჩევნები ლოგიკური ერთობით.
საინტერესოა --- ჩვენს ყოვლისმცოდნე და გენიალურ ფორუმელებს, რომლებსაც ყველაზე ურთულეს და მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენებზე პროფესიონალური შეფასებანის უნარებით და სიტუაციური გამოსავლების უბადლო ცოდნით --- რატომ ვერ და არ ახდენენ თავიანთსავე კონსო-ლიდერული ერთობის ჩამოყალიბებას სახელმწიფოებრივი ხედვითი ერთიანობით?
რა არის უმთავრესი მიზეზი საზოგადო დაქსაქსულობისა უმთავრესი საკითხების ზემოხსენებული პროფესიონალური მსოფლიო პოლიტიკის ცოდნიდან გამომდინარე? გარეთ ვარგანან მამლუქებივით და შიდა საარსებო სივრცეში რატომ გვჭირს უკუღმართობანი --- სხვებისთვის ბრძენები რატომ ვხდებით იდიოტურად დაქსაქსულები ჩვენი შიდა საარსებო საკითხებისადმი?
რა უჯიშო ქამელეონიზმი და პანდორას სინდრომია ეს შურიანი სიცრუის სიყალბენი ქვეყნის შიდა ცხოვრებაში საზოგადოს წყობის ყველა საფეხურზე --- საერო და სასულიერო ხელისუფალთა თამადობით...
ასეთი უარყოფითი ცნობიერ-არაცნობიერი მიდგომებით --- ვერანაირი დადებითი ძვრა რომ ვერ მოხდება ქვეყანაში და უფრო უარესობანი იქნება ამდენი ნეგატივიდან --- წინასწარმეტყველობა რამეში სჭირდება ელემენტარულად ნათელს?
აბა რაღაში გამოიხატება რეალისტური მომავალი, თუ წინასწარ ვიცით, რომ ,,ჩვენი" სხვა ცნობიერებაა და ,,მხოლოდ მე" --- სულ სხვაა....
,,ყველა დროის სიძლიერე ეყრდნობოდა, ეყრდნობა და კვლავაც დაეყრდნობა მე-ს და ჩვენი-ს ერთიან ინტერესებს --- ორივეს საარსებოდ, რადგან მათ შორის ბალანსის დარღვევა ორივეს ულმობლად ანადგურებს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბალანსის დარღვევისას ორივე ხდება დაუცველი და იოლად მოწყვლადი --- საყრდენ-გამოცლილი ჯაჭვივით.
სასწორის პინები და წონასწორობის ისარი უქმდება ,,მე"-ს გაბატონებისას და ჩაწყვეტილი ჯაჭვის ორ რგოლამდე დაყვანა --- ,,მე და ჩემი ნაბადის" უგუნური სიხარბეების გამო მოწყვეტილია ჩვენი მთლიანობიდან.... უფესვოდ. სიახლეა უფესვოს ფინალის ცოდნა? ეს ყველაფერი სწორედ ბოროტად გამოყენებული თავისუფალი ნებით ხდება. ბოროტს როდესაც ეხმარება კეთილი --- ამ დახმარებას ხშირად ბოროტებაში გასაძლიერებლად იყენებს... ამის მიზეზი კი --- კეთილთა უცოდინრობაა ბოროტების უნარებისა... უმადურობა --- აშკარა ნიშანია ბოროტებისა და ქველის უმეცრებისა.
არის ორი სიტყვა: გაცუდებული ადამიანი...უკვე ცუდი.
This post has been edited by triumpi on 8 Sep 2016, 14:49
|