3 ტიპის გამოკითხვის შედარება მინდა: ფორუმის, რუსთავი 2-ის და ოცნებასთან დაახლოებული ორგანიზაციის. სამივე საკმაოდ აცდენილია რეალობას.
1. ფორუმზე ლიდერობენ ნაციონელები 38%, ოცნება 24% და რესპუბლიკელები 15%
2. WPA-ს კვლევით - ოცნება 25%, პატრიოტთა ალიანსი 16%, ნაციონალები 12%, ბურჭულაძეს და მეჭიაურს 1-1%

3. GFK-ს კვლევით - ოცნება 35%, ნაციონალები 34%, ბურჭულაძე 10%, ლეიბორისტები - 5%, პატრიოტთა ალიანსი - 3%
რამხელა აცდენაა როგორც ერთმანეთ შორის ისევე რეალობასთან. აშკარაა მანიპულაციის მიზნით, რომ ტარდება ასეთი გამოკითხვები. ფორუმზე სპეციფიური ამომრჩეველია, უბრალო მოსახლეობასგან განსხვავებით ტექნოლოგიებში ასეთუისე "პრადვინუტი", მაგრამ როგორ შეიძლება GFK-ს კველევა ახლოს იყოს რეალობასთან, როდესაც პატრიოტთა ალიანსს 3%-ს უწერენ, ასევე როგორ შეიძლება WPA-ს კვლევაც იყოს ახლო რეალობასთან, როდესაც ბურჭულაძეს 1%-ს უწერენ. არადა ქოცებისა და ნაცების მერე ამომრჩეველთა მე-3 დიდი ნაწილი იყოფა 2 პარტიას შორის პატრიოტთა ალიანსი და ბურჭულაძე.
ჩემს გარშემო არსებული "ჭრელი" და დიდი სანაცნობო წრიდან, ასევე ჩემი სუბიეტური თუ ობიეტური მოსაზრებებიდან გამომდინარე, რეალობა არის:
1. ოცნება 25-30%
2. ნაციონალები - 15-20%
3-4. პატრიოტთა ალიანსი და ბურჭულაძე 10-12%
ლეიბორისტებსაც, რესპუბლიკელებსაც, ბურჯანაძესაც და ალასანიასაც უჭერენ მხარს 4-6%, მაგრამ ვფიქრობ გაუჭირდებათ ბარიერის გადალახვა