დღეს ვნახე
http://www.newposts.ge/?l=G&id=130771 რატომ არ მიიღებს საქართველო ნატო-ს 2017 წლის სამიტში მონაწილეობას - საქართველო-ნატოს ურთიერთობა
2017 წელს ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს სამიტში მონაწილეობას მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები მიიღებენ, რათა მოუსმინონ აშშ-ს 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და მის სამომავლო გეგემბს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობის საკითხში.
ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს 2017 წლის სამიტზე ალიანსისი პარტნიორი ქვეყნები მონაწილეობას არ მიირებენ. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გასული წლის ბოლოს გახდა. პირველი კომენტარი ამ თემაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გააკეთა. ლევან იზორიას განმარტებით, მომავალი სამიტი სიმბოლური ხასიათის იქნება და ვიწრო ფარგლებში ჩატარდება, რაც მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას უკავშირდება.
„საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმაც ისაუბრა აღნიშნულ საკითხზე. აპატურაის თქმით, ბრიუსელში დაგეგმილ სამიტს მხოლოდ ალიანსის წევრი სახელმწიფოებიდ აესწრებიან და ეს იქნება დონალდ ტრამპთან და შშ-სთან სამომავლო ურთიერთობების განხილვის სამიტი:
„ეს არ იქნება სამიტი, რომელსაც ტრადიციულად ვატარებთ. ამ ეტაპზე მსჯელობა მიდის, რომ 2017 წლის სამიტი იყოს მხოლოდ 28 წევრი სახელმწიფოსთვის, შეიძლება სამიტისთვის 29-ე წევრი ალიანსს უკვე მონტენეგროს სახით ჰყავდეს, ვიმეორებ, სამიტი მხოლოდ წევრებისთვის და არა პარტნიორებისთვის. პარტნიორებზე გამიზნული სამიტი 2018 წელს გაიმართება. გულწრფელად რომ ვთქცა, ალიანსში გაჩნდა კიტხვები, თუ როგორ ხედავს ტრამპის ადმინისტრაცია ნატო-ს, რა იქნება მათი პრიორიტეტები, ნატო-ს ბევრ დედაქალაქში შეშფოთებულნი არიან, ამიტომ, გენერალური მდივანი ფიქრობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანაი დასხდნენ ორგანიზაციის წევრები და ერთად განიხილონ დონალდ ტრამპთან რას აკეთებს და რას ემსახურება ნატო. 2017 წლის სამიტს თავად ნატოსთვის ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა“, - აცხადებს აპატურაი „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას.
აპატურაიამ ნატო-საქართველოს ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს ძველებურად უჭერს მხარს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე:
„უნდა ვიყოთ ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ ნატოსა და საქართველოს შორის შეთანხმებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია გაგრძელდება, ნატო-სა და ქართველოს შორის არსებული ურთიერთობა ისეთივე მტკიცე და მყარი იქნება, როგორიც არის და აქამდეც იყო. ნატო-ს პოლიტიკა ჩვენი ყველაზე ღირებული პარტნიორის, საქართველოს მიმართ ეფუძნება იმ კონსესუსს, რომელიც 28 წევრმა სახელმწიფომ მიიღო. ამ პოლიტიკის შეცვლას ასევე სჭირდება კონსესუსი, რომელიც მინდა დაგარწმუნოთ, რომ არ იქნება. ამიტომ ნატო წელსაც იქნება ერთგული პირობების, ვალდებულებების და ალიანსისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს“, - დასძენს აპატურაი.
აღნიშნულ საკითხზე „აიპრესთან“ საუბრისას კომენტარი გააკეთა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძემაც და მან დაგეგმილ სამიტს ე.წ. ტრამპი-ნატოს სამიტი უწოდა:
„პირველ რიგში მკითხველს მინდა ვუთხრა, რომ ეს სამიტი არ იქნება გაფართოების სამიტი. ეს გენმდივანმა სტოლტენბერგმა უკვე მითხრა. ამაზე დაიწყება ბევრი პოპულიზმი ქვეყანაში. ოპოზიციის მხრიდან, რომ არ ვმონაწილეობთ, არ დაგვპატიჟეს და ა.შ. ეს იქნება ნაკლებად მასშტაბური, გაცნობითი სამიტი. ე.წ. ტრამპი-ნატოს სამიტი. ეს იქნება შიდა ნატოს სამიტი, ჯერჯერობით მისი გამართვის თარიღიც კი არ არის დადგენილი. თუმცა, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, მათ შორის მოკავშირეებთან, რომ სამიტის ფარგლებში საქართველო დღის წესრიგში იყოს. მონაწილეობას ალბათ არ მივიღებთ, მაგრამ ის, რომ ჩვენი საკითხი დღის წესრიგში იდგეს ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად, ამაზე ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა.
რაც შეეხება მაპ-ს, უელსის სამიტის შემდეგ ჩვენ გვაქვს შემოღებული შინაარსობრივად ძალიან კარგი პაკეტი. თუკი ნახავთ უელსისა და ვარშავის სამიტების საბოლოო კომუნიკეს, იქ პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ ბუქარესტის სულისკვეთება გრძელდება და საქართველო დიახ, გახდება ნატოს წევრი. ჯერჯერობით ასეა, რომ ყველა ქვეყანამ გაიარა სამოქმედო გეგმა, სანამ გადავიდოდა გაწევრიანების პროცესზე. როგორ მოხდება ჩვენ შემთხვევაში ამას უკვე დრო გვაჩვენებს“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ამ განცხადებას, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან. ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, მმართველი გუნდის არგუმენტები და განცხადებები არადამაჯერებელია.
„საქართველოს ხელისუფლებას იმისთვისაც უნდა ებრძოლა, რომ ზოგადად სამიტზე ყოფილიყო საქართველოს საკითხი დღის წესრიგში. ეს მიუთითებს საქართველოს ხელისუფლება არაკომპეტენტურობაზე და მე ვფიქრობ, დღითიდღე ნათელი ხდება რეალურად საით აქვს გეზი აღებული ივანიშვილის ხელისუფლებას,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავას.
ფრაქციის ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ არ გამოიყენა შანსი, ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან დასაახლოებლად.
მათივე თქმით, ქართული ოცნება ცდილობს მაქსიმალურად მოხდეს დისტანცირება ევროსტრუქტურებისა და ნატოსგან.
„ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი მიდგომა ნატოს მიმართ და ნატოში ინტეგრაციის მიმართ არის შეცვლილი და თვითონ რასაც ხელისუფლება მუდმივად აცხადებდა, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში არ უდნა იჯდეს, კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების მიმართულებას,“ - აცხადებს გიორგი ტუღუში.
,,თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე კი მიმართავს პრეზიდენტს მოიწვიოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა საქართველოს ნატოს 2017 წლის სამიტში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით, - ,,მივმართავ პრეზიდენტ მარგველაშვილს მოიწვიოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა საქართველოს ნატოს 2017 წლის სამიტში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით. მინდა ხაზი გავუსვა პრეზიდენტის ჩართულობის მნიშვნელობას აღნიშნულ საკიხში, რადგან სწორედ მას შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური როლი შეასრულოს მიმდინარე პროცესებში. ამიტომ მოვუწოდებ პრეზიდენტ მარგველაშვილს დაინტერესდეს რა გეგმები და ხედვა აქვს საქართველოს ხელისუფლებას ერთი მხრივ ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით. მეორე მხრივ გასარკვევია რა გააკეთა ქართულმა მხარემ იმისათვის, რომ საერთოდ ვყოფილიყავით წარმოდგენილნი ნატოს სამიტზე.
საქართველო არ არის ნატოს რიგითი პარტნიორი, რომელიც ელოდება მიიწვევენ თუ არა სამიტზე. ნატოს სამიტზე მონაწილეობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა პროაქტიკულად და სწორად იმუშავებს როგორც ნატოსთან, ასევე ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. ამ საკითხზე მუშაობა უნდა დაწყებულიყო დიდი ხნის წინ. სამწუხაროა, რომ სწორედ ხელისუფლების ამგვარი პასიურობა და არაკომპეტენტურობა აზიანებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს.
ნატო-ს 2017 წლის სამიტში არ მონაწილეობა არის ძალიან მომგებიანი გზავნილი ჩვენი მოწინააღმდეგეებისათვის“ , - ნათქვამია თამარ კეკენაძის განცხადებაში..
http://www.newposts.ge/?l=G&id=130771