ამერიკელ ქვეითთა პასუხი რუსული არმიის წვრთნებს
საარტილერიო სისტემები და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები ორფოლოში
საქართველოში მიმდინარე წვრთნები ფაქტობრივად "დაემთხვა" რუსეთის მიერ არაგეგმური, მასშტაბური წვრთნების ჩატარებას, რა დროსაც მათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სამხედრო ბაზებიც სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს. ეს ყველაფერი დამთხვევა რომ არაა, ამაში საქართველოში დარწმუნებულები არიან. სამხედრო სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ რუსეთი ფპშდუ თზშკშე 2016-ის ჩატარებას პასუხის გარეშე ვერ დატოვებდა და სწორედ პასუხი იყო მის მიერ ჩატარებული წვრთნები, როელიც ფპშდუ თზშკშე 2016-ს წინ უძღოდა.  
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ეს წვთნები დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და რუსეთმა ეს, რა თქმა უნდა, კარგად იცოდა. 
მისი თქმით, ორფოლოს წვრთნა ფართომასშტაბიანია. პირველად მოხდა ტაქტიკური ამოცანების გადაწყვეტა, ანუ საარტილერიო სისტემების გამოყენება. ასევე, მოწინააღმდეგის მოგერიება ფლანგური შეტევის დროს. გამოიყენებოდა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი და სხვა საინტერესო სისტემები.  
გარდა ამისა, მისივე თქმით, 
ნოემბერში კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიგეგმა უკვე ნატოს ეგიდით.  
შესაბამისად, მაისაია ამბობს, რომ რუსულმა მხარემ ამ ყველაფერს არაგეგმური წვრთნები დაამთხვია, რომელიც ჩვენი საზღვრების სიახლოვეს ტარდება.  
"ასე რომ, ეს ამერიკული და რუსული წვრთნების ერთგვარი შეჯიბრია. შეგვიძლია ამას "კუნთების დემონტრირებაც" კი დავარქვათ. თუმცა, ეს რუსეთის ინიციატივით ხდება, რადგან არაგეგმური წვრთნა სწორედ მათ დაგეგმეს.  
"საბოლოოდ, საქართველო რუსული და ამერიკული ძალების დემონსტრირების პოლიგონად გადაიქცა. განსხვავება ისაა, რომ რუსები ოკუპანტები არიან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ატარებენ წვრთნებს, ამერიკელები კი ჩვენი პარტნიორები და ეს მათი წვრთნებიც ქართულ-ამერიკულ ფორმატში მიმდინარეობს.  
"როგორც ჩანს, რუსები ვერ ეგუებიან რეგიონში ამერიკის პოზიციების გაძლიერებას. რა თქმა უნდა, საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსების ინიციატივა, რომელიც "რესპუბლიკელებმა" წამოაყენეს, მათ კიდევ უფრო გააღიზიანებთ. არადა, ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცებისათვის ეს ძალიან კარგი ინიციატივაა. 
"მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მთელი შეიარაღებული ძალების განვითარების კონცეფცია ამერიკულ კონცეფციაზე აიგო და ამერიკელებმა საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში დიდი როლი ითამაშეს", - ამბობს მაისაია.  
ბაზების განთავსების იდეა, მისი აზრით, ვარშავის სამიტიდან მოდის, რადგან სწორედ ვარშავის სამიტზე გადაწყვიტეს ამერიკამ და კანადამ, რომ თავიანთი მექანიზირებული ბატალიონები ბალტიის სახელმწიფოებში განათავსონ - ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთსა და პოლონეთში, რათა რუსეთისაგან მოსალოდნელი სამხედრო საფრთხე თავიდან აიცილონ.  
"როგორც ჩანს, იგივე მიდგომა აქვს "რესპუბლიკურ პარტიასაც", რომელმაც ეს ინიციატივა წამოაყენა. როცა ამ პარტიის ლიდერი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამ ინიციატივას აყენებს, ვფიქრობ, იგი ამერიკასთან შეთანხმებული იქნება და არა შემთხვევით ნათქვამი სიტყვები", - დასძეს იგი.  
ვინაიდან ჯერ რუსული წვრთნები დაიწყო, ხოლო შემდგომ ფპშდუ თზშკშე 2016, საჰაერო ძალების ყოფილი სარდალის, ბრიგადის გენერლის, ამირან სალუქვაძის აზრით, არაა გამორიცხული ვინმე ფიქრობდეს, რომ ამერიკამ ჩაატარა იგი რუსული წვრთნების საპასუხოდ. თუმცა, მისი თქმით, ამგვარი შეფასება ცალსახად არასწორია, რადგან ეს წვრთნები გეგმურია და ყოველწლიურად იმართება.  
რაც შეეხება რუსულ წვრთნებს, სალუქვაძის თქმით, მან ბოლო წლებში სამხედრო მომზადება საკმაოდ გაააქტიურა. უფრო და უფრო მასშტაბური პრაქტიკული სახის სწავლებები აქვს როგორც ცალკეულ ოლქებში, ისე მთელი შეიარაღებული ძალების მასშტაბით.  ბოლო დროსაც რამდნიმე მასშტაბური სწავლება ჰქონდათ. 
ამიტომ, სპეციალისტის აზრით, ალბათ ვერ მოვნახავთ ისეთ შუალედებს, რომ სწავლებები ერთამნეთს არ დაემთხვას.  
"რუსეთის სწავლებებზე პასუხი არაფერ შუაშია. უბრალოდ, საქართველო თავისი გზით მიდის, თავის სწავლებებს ატარებს როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორმატში თავის პარტნიორებთან. ასეც უნდა გაგრძელდეს. 
"ჩვენ საპასუხო წვრთნების სპეციალურად ჩატარება და გამოწვევები არ გვჭირდება. ჩვენ პარტნიორებთან, ნატოსთან ინტეგრირება, თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლა, ჯარის გაწვრთნის ამაღლება და წინსვლა გვჭირდება. ესაა ჩვენი გზა ყოველგვარი გზავნილებისა და მესიჯების გარეშე", - ახადებს სალუქვაძე.  
საზოგადოების ნაწილმა წვრთნები მოახლოებულ არჩევნებსაც დაუკავშირა. მათი აზრით, ყველაფერი, რაც წინასაარჩევნოდ ქვეყანაში ხდება, არჩევნებთან პირდაპირი თუ ირიბი კავშირი ყველაფერს აქვს.  
სალუქვაძე ამ აზრს არ ეთანხმება და ამბობს, რომ პოლიტიკოსებს წინასაარჩევნოდ ყველაფრის გამოყენება უყვართ, მაგრამ სწავლებები, როგორც წესი, გაზაფხულიდან შემოდგომამდე ტარდება. შემდეგ კი შეიარაღებულ ძალებში შედეგების შეჯამება იწყება. 
ასე რომ, მასშტაბური სწავლებები, სალუქვაძის თქმით, ყოველთვის ამ პერიოდს ემთხვევა ხოლმე და ის, რომ არჩევნებიც ოქტომბერშია, არაფერს ნიშნავს.  
"წვრთნები დაუგეგმავად რომ ჩატარებულიყო, სექტემბრის ბოლოს, მაშინ შეიძლებოდა დამთხვევად მიგვეჩნია, მაგრამ ახლა ასე არაა.  შარშანაც ანალოგიური სწავლებები დაახლოებით ამ პერიოდში იყო, ასე რომ, არჩევნებს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს", - დასძენს ამირან სალუქვაძე.
http://www.resonancedaily.com/index.php?id...2&id_artc=30563