"კვირიკაშვილი სულ ამბობს, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის 'კონკრეტული' გეგმა გვაქვსო.
წუხელ გასაჯაროებულმა ოცნების პროგრამამ ეს დაადასტურა. ციტატა ოცნების პროგრამიდან:
„ქართული ოცნება შეიმუშავებს ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს ეკონომიკის ზრდის მხარდამჭერი ახალი პოლიტიკის შემუშავებას, აღნიშნული დოკუმენტი კი საფუძვლად დაედება ღონისძიებებს, რომელიც სახელმწიფომ უნდა გაატაროს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.“
ანუ ეს აღარაა 4 წლის წინანდელი თაღლითური დაპირებებების კრებული. სრულიად კონკრეტული დაპირებაა, რომ:
1. შემუშავდება ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების დოკუმენტი;
2. ამ დოკუმენტში გაიწერება, როგორ და რა ვადებში მოხდება ეკონომიკის ზრდის მხარდამჭერი ახალი პოლიტიკის შემუშავება;
3. ამგვარად შემუშავებული ახალი პოლიტიკა კი, თავის მხრივ, საფუძვლად დაედება იმ ღონისძიებებს, რომლებსაც სახელმწიფო გაატარებს, რათა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა დაჩქარდეს და ახალი სამუშაო ადგილების შეიქმნას.
რა არის აქ გაუგებარი? ოცნების ახალი სახე უნდა იყო, ეს წაიკითხო და არ შეგრცხვეს."
Zaza Bibilashvili
წინასაარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში გაგიწერიათ, რომ ეკონომიკის განვითარების გეგმა დაიწერება

Si vis pacem, para belum.