ჯერ იმას ვერ ხვდება ადამიანი თუ რას ნიშნავს დეკრიმინალიზაცია და მის აუცილებლობაზე რატომ უნდა არსებობდეს სხვა აზრი
მაშინ ასე დავსვათ შეკითხვა
თვლით სამართლიანად , მოზარდი რომელიც ერთი ჩვენი თანამოქალაქეა
წლობით გაუშვა ციხეში მარიხუანის მოწევისთვის?
დიდი ალბათობით ამ მოზარდს შეიძლება მთელი ცხოვრება დაენგრეს
მარიხუანა , სიგარეტი და სასმელი
კარგი რომ არაა ვიცით
ასევე აბსურდია რომ მათი გამოყენება უვნებელია
ასევე ძალიან დიდი დანაშაულია ამის გულისთვის ადამიანის გამოკეტვა ციხეში
მარიხუანა ბევრად უფრო უვნებელია ადამიანისთვის
ვინემ ათასი სხვა საშუალება , რითაც ახალგაზრდები კაიფობენ
მიკვირს რომ ეს არ გესმით
ასევე რამდენი "ჩადების" ფაქტები ხდება
მე მახსოვს ერთმა მეზობლის ბიჭმა მეორეს ჩამოატანინა სოფლიდან ერთი "მასტერკა"
ეს ბიჭი შეკრული იყო პოლიციასთან
გადაცემის პერიოდში პოლიციას ააყვანინა
იმ საცოდავ ბიჭს მთელი ცხოვრება ჩამოენგრა თავზე
ახალგაზრდა ოჯახს ყველაფერი გააყიდინეს და მიატანინეს გამოსაშვებად
მაინც არ გამოუშვეს და ახეხინეს 4 წელი
სანამ გამოვიდა, ცოლიც დაკარგა (ციხეზე ვიზიტების დროს პოლიციელთან დაახლოვდა )
დედა ნერვიულობისგან ინსულტით გარდაეცვალა და მთელი ოჯახი განადგურდა
ეს ერთი უბრალო მაგალითი
შორს რომ არ წავიდეთ სტურუას საქმე მაინც გემახსოვრებათ ?
ახალგაზრდები მაინც მოწევენ დაუშლი თუ არ დაუშლი
განსხვავება მხოლოდ იმაშია, მოხვდებიან თუ არა ამის გულისთვის წლობით ციხეში
დემოკრატია რაღაც დამახინჯებულად გესმით
ადრე არც ალკოჰოლი იყო ნებადართული
21 საუკუნეში ამ საქმის ასე განხილვა ძალიან მიკვირს და ვხდები თუ საქართველოში ხალხის აზროვნება რამდენად ჩამორჩენილია და შორს დგას თანამედროვე სამყაროსგან
ქვეყანას, რომელსაც ამდენი მოღალატე ჰყავს - მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს! (C) კონსტანტინე გამსახურდია