ეს, არ მქონდა მოსმენილი
სულ 30 წუთიანი გამოსვლაა და მოუსმინეთ - ძალიან საინტერესოა, რომ ეს მოხუცი, ცეკას ლაბირინთებში გაზრდილი კაცი, ბევრად უფრო პროგრესული აღმოჩნდა, ვიდრე ის ახალგაზრდები, დარბაზიდან რომ უსმენენ და მას რომ ააყირავებენ
მართვაში დემოკრატიული პრინციპებისათვის არ უღალატია, შექმნა ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომ ევროსაბჭოში და საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში მიგვიღეს...
რუსული ბაზების გაყვანაზე ხელი მოაწერეს და გაზსადენის მშენებლობა დაიწყეს
ევროკავშირშიც შევალთო, ამბობს...
ასე რომ - მიშას კარის ისტორიკოსებო, ამნეზია თუ გჭირთ, არქივს მაინც გადახედეთ
ამბობს, ჩვენში ბევრი ვერ გადაეჩვია სხვის ჯიბეში ხელის ჩაყოფას და ვერც სახელმწიფოს ჯიბეში ხელის ჩაყოფასო
მოხუცდა და ვეღარ მოერია
სამაგიროდ, მისმა შემცვლელებმა, სხვები კი გადააჩვიეს და ციხეები აავსეს, მაგრამ თავად სხვის ჯიბეშიც კარგად ყოფდნენ ხელს და სახელმწიფოს ჯიბესაც საკუთარივით ექცეოდნენ
ოდესაშიც არ ერიდებათ და იგივე სქემებით აგრძელებენ საქმოსნობას
ახალი კადრები (post #48770878)ეს მამუკა ტუღუში ვინღა ოხრობაა?