Xodyსიუჟეტის სიცრუეები:
1. "ლარიზაცია, რომელსაც მთავრობის დაპირების მიხედვით ლარის კურსი უნდა გაემყარებინა და ცხოვრების დონე უნდა აემაღლებინა" - მსგავსი არაფერი დაპირება არ ყოფილა ვისაც ეხებოდა იმათი მხრიდან (დებილი დეპუტატები არ იგულისხმება), ლარიზაცია ეროვნულმა ბანკმა მილიონჯერ თქვა რასაც ემსახურებოდა თავიდანვე და მერეც.
2. "უფასო ფული" რეალურად განცხორციელდა, უამრავმა საწარმომ და ფერმერმა ისარგებლა თითქმის უპროცენტო სესხით, "უფასო ფული" სხვას არაფერს ნიშნავს გარდა უპროცენტო ან მიზერულპროცენტიან სესხს.
3. სოფლის მეურნეობა მართლა დაფინანსდა თითქმის 1 მილიარდი ლარით, ოღონდ შედეგი არ მიიღო ისეთი რაც ეგონათ
4. "აწარმოე საქართველომ" განახორციელა 418 პროექტი (და არა "ქარხანა", როგორც ხდება დამახინჯება).
5. საწვავის ფასი არ შემცირდა - 1.85 თეთრი და გაცილებით ნაკლებიც ღირდა რეგულარი მაგალითად 2016 წელს. იხ.
https://www.gulf.ge/ge/fuel_prices)სიუჟეტის სიმართლეები:
1. იპოთეკური კრედიტები (რაც იმთავითვე უტოპისტური იყო და ვერც ერთი მთავრობა ამ დაპირებას ვერ გასცემს)
2. პენსიები
3. ტარიფები
4. საწვავის ბაზრის მონოპოლიის ვერაღმოფხვრა, თუმცა მცდელობა რომ ჰქონდათ და მერე სასამართლომ გააუქმა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება, კაციშვილს არ გაუშუქებია მაგ არხზე
არნაჩვენები შედეგები, რომელიც არ ვიცი დაპირებული და ჩაფიქრებული ჰქონდათ თუ არა თავიდან, თუმცა სიუჟეტის გასაოცარი ტენდენციურობა ცალსახაა ("მხოლოდ ორი დაპირება შესრულდა 86-დან"):
1. საყოველთაო დაზღვევა,
2. მასწავლებლების ხელფასები,
3. მედიის თავისუფლება,
4. ციხეები,
5. ევროინტეგრაციის გაღრმავება და უვიზო მიმოსვლა
6. გაცილებით მეტი ავტობანები და გზები
7. სხვადასხვა ქალაქების წყალმომარაგების პროექტები
8. ბიზნესზე წნეხის მოხსნა
9. ტურიზმის არნახული ზრდა
10. მევენახეობის არნახული ზრდა
11. საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაცია
12. იარაღზე ემბარგოს მოხსნა
13. დაუსრულებელი მშენებლობების განახლება და ბუმი (დღგ-ის მოხსნა)
14. მოგების გადასახადის რეფორმა
15. მცირე ბიზნესის გადასახადებისგან გათავისუფლება
16. სესხების მკაცრ ჩარჩოში მოქცევა
17. ჭარბვალიანობის საკითხის გადაჭრა (თუმცა ეს მთავრობის პროქტი არაა, არამედ კერძო ორგანიზაციის/პირის)
18. პირდაპირი უცხორუი ინვესტიციების რეკორდული ოდენობა
19. დუინგ ბიზნესში მე-6 ადგილი
და ა.შ.
ნუთუ არცერთი ამათგან დაპირებებში არ ეწერათ ჰქონდათ? თუნდაც მიმდინარე დაპირებებში, როგორც დეზინფორმაციის უწყვეტი წყარო "განგვანათლებს".
This post has been edited by შავლეგა on 27 Nov 2018, 03:58