ახლა დავფიქრდი და მივხვდი, ფორუმზე ნაცებს ვინც აძლევს ხმას, სავარაუდოდ 90% პარტიის წევრია ან ნაცების დროს მაღალი თანამდებობის მუშაკი.
სხვა ახსნა არ აქვს , რატომ უნდა მისცეს უბრალო ადამიანმა ხმა ნაციონალურ მოძრაობას?
არგუმენტები
1) ნაცების დროს ბევრი რამ კეთდებოდა
კი ბატონო, მსოფლიო ბანკის და სხვა კრედიტების აღებით მეც მოვალ ხელისუფლებაში და ბევრ რამეს გავაკეთებ, ყველაფერზე გრანდიოზულ TV სიუჟეტებს გადავიღებ.
რეალურად საქართველოს რესურსები რამდენად გაიზარდა და ჩვენით რის ტრაკი გვაქვს? მიშას ჩატარებულ რეფორმებს სტალინის მიერ გაკეთებულ ინდუსტრიალიზაციას ადარებენ ტიპები
ქართული ოცნებაც იღებს ამ კრედიტებს და ესენიც აკეთებენ , უბრალოდ პიარის მხრივ საკმაოდ მოიკოჭლებენ ან სპეციალურად არ აკეთებენ იმ დონეზე, როგორც მიშიკოს დროს ხდება. ეს ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე,
და მეორე დაკვირვება - ქართული ოცნების მიერ ჩატარებული რეფორმები უფრო პრაქტიკულია ვიდრე პიარისთვის გაკეთებული хуйня без задач. ანუ ხალხისთვის მაინც რაღაც კეთდება და არა მხოლოდ უცხოელი ტურისტების თვალის გასახარებლად.
2) ნაცების დროს კრიმინალი არ იყო
ესეც დიდი ტყუილია, უბრალოდ არ ხდებოდა ამის აფიშირება იმ დონეზე, როგორც დღეს ხდება. მაგალითად როცა ცრუსთავი ორი ეთერის დიდ ნაწილს უთმობს ყველაზე უსიამოვნო მოვლენებს.
მე პირადად ჩემს თავზე არ გამომიცდია არანაირი კრიმინალი, როგორც მივდიოდი დილის 4-5 საათზე სახლში გალეწილი, ისე დავდივარ და არავის გავუძარცვივარ ან მოვუკლივარ.
არც ჩემს საახლობლოში არ გამიგია მსგავსი არაფერი.
ანუ როგორც ადრე ხდებოდა, იგივე სიტუაციაა, მეტი პროპაგანდონობით.
ახლა კი ჩემი არგუმენტი თუ რატომ არ მივცემ ნაცებს ხმას :
1) როგორც ზემოთ დავწერე, ჩემი მოკრძალებული აზრით არანაირი განსხვავება არ არის ამ ორს შორის ეკონომიკაში და რეფორმების ჩატარებაში
2) ნაცების დროს გვქონდა პოლიციური , დამპალი სახელმწიფო
რომელიც მუდმივ შიშში გაცხოვრებდა
რომელიც ქმნიდა ხელოვნურ სპეცოპერაციებს და კრიმინალის უკომრომისოდ განადგურების სიუჟეტებს პროპაგანდისთვის ტელევიზორში. დღეს იგივე ხდება უკრაინაში.
ასეთი დაძაბული ფონის ატანა პირადად მე არ მსურს მორიგი 4 წელი , თან აუცილებლად დაიწყება რეპრესიები და პოლიტიკური შურისძიება, არავინ არ დაიჯეროს რომ ეგრე არ იქნება. მაგარი დაბოღმილები იქნებიან ნაცები.
TL : DR
როცა არანაირი განსხვავება არ არის და შეგიძლია მშვიდ გარემოში იცხოვრო ან მისცე ხმა ნაციონალურ მოძრაობას და მუდმივ დაძაბულობაში იცხოვრო, რომელია აშკარა არჩევანი?
სინდის- ნამუსი გაქვთ ნაცების ამომრჩევლებს საერთოდ?

P.s
არ ვარ პარტიული
საერთოდ არ მჯერა თანამედროვე კაპიტალიზმის დროს ხელისუფლების რომელიც ყველაფერს ხალხისთვის აკეთებს, მაგრამ კონტრასტი მაინც აშკარაა და лучше чем ничего. თუ ოცნება ცოტა ტრაკიანი მოძრაობა გახდება და მხოლოდ ხმებისთვის არ დაიშურებს გარკვეული რადიკალური რეფორმების მიღებას, საერთოდ იდეალური სიტუაცია იქნება.
გმადლობთ რომ მომისმინეთ
გავიღვიძე და დავფიქრდი, არ შემეძლო თემა რომ არ გამეხსნა. მაინც ყველა არჩევნებზე ლაპარაკობთ და მეც შევყოფ.