გულს მაინც უხარია

საქართველო ესაა ქვეყანა, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ესტუმროს – გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენმდივანი
By lela mdivani - ხუთშაბათი, 8 სექტემბერი 2016 10:38 0 103
Share on Facebook Tweet on Twitter
საქართველოში, ყველაზე სტუმართმოყვარე, ყველაზე ცოცხალი ერია მსოფლიოში, – ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ გუშინ, ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონგრესის გახსნაზე განაცხადა.
როგორც გენმდივანი აცხადებს, მისთვის დიდი პატივია საქართველოში ყოფნა.
,,ჩვენ ძალიან პრივილეგირებულები ვართ და ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ყველაზე ლამაზ ქვეყანაში მსოფლიოში და მე ზუსატად იმას ვგულისხმობ, რასაც ვამბობ. საქართველო ძალიან ლამაზია არა მხოლოდ თავისი ბუნებით, მთებით, მისი 8 ათასწლიანი ღვინის ისტორიით და ულამაზესი ხალხით, არამედ, ის ყველაზე სტუმართმოყვარე, ყველაზე ცოცხალი ერია მსოფლიოში. ულამაზესი ქართული ტრადიციული სიმღერა, რომელიც გვაჯადოებს ყველას. ღვინო არის ცხოვრების განსახიერება. ის არის სიმბოლო იმ ყველაფრისა, რაც გვაძლევს უფლებას, რომ სიამოვნება მივიღოთ ჩვენს გარშემო არსებული სამყაროსგან. 8 ათასი წლის წინ ეს დაიწყო სწორედ აქ, სწორედ საქართველოში. აქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იფიქრეს, რომ მათ შეეძლოთ საუკეთესო სასმელი ეწარმოებინათ, საუკეთესო პროდუქტი ყურძნისგან, რომელიც ათასობით წლები შენარჩუნდებოდა. ერთი წუთით დაფიქრდით, ჩვენ ამას ვიღებთ, როგორც ნორმას, თუმცა მათ ეს აქ დაიწყეს, სწორედ საქართველოში იფიქრეს. მათ ეს აქ განავითარეს და შემდეგ მთელმა სამყარომ ასევე დაიწყო ამის გაზიარება და ალბათ უზენაესია ის, რომ სწორედ საქართველოში ვატარებთ პირველ ღვინის ტურიზმის კონფერენციას, იმ ადგილას, სადაც ეს ყველაფერი დაიწყო“, – განაცხადა ტალებ რიფაიმ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ღვინის ტურიზმის პირველ გლობალურ კონფერენციას საქართველოში ატარებს. ღონისძებას 250 დელეგატი მსოფლიოს 42 ქვეყნიდან ესწრება. ღონისძიებებს დღეს ყვარელი, ხოლო პარასკევს შატო მუხრანი უმასპინძლებს.
http://primetimenews.ge/%E1%83%A1%E1%83%90...83%9C%E1%83%90/
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3