ქართველი პროფესიონალი სამხედრო ვინც იყო პირველი რესპუბლიკის დროს, ყველას რუსეთში ჰქონდა მიღებული სამხედრო განათლება და რუსეთის იმპერიის წარმოებულ ბრძოლებში-სამხედრო გამოცდილება და ამის საყვედური ვინმესათვის ყველანაირ აზრსაა მოკლებული. ციდან არ ფრინდებიან პროფესიონალები.
ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ მაზნიაშვილისნაირები სულაც არ იყვნენ ვალდებულები, რომ საქართველოში წამოსულიყვნენ. შეეძლოთ, თეთრი არმიის შემადგენლობაში ებრძოლათ "წმინდა რუსეთისათვის", ან კიდევ, გაეყიდათ ქონება საქართველოში, წასულიყვნენ ევროპაში და წყნარად ეცხოვრათ გაყიდვით მიღებული და სამსახურის დროს დაგროვილი ფულის (მეფის მთავრობა გვარიან ხელფასს უხდიდა ოფიცრობას, პლუს, ჭრილობასა და გმირობაზე პრემიას აძლევდა) ხარჯზე, თუმცა, არც მაზნიაშვილს, არც ქაქუცას და არც კიდევ სხვებს ეს არ გაუკეთებიათ.
და ბოლოს, თითქმის 70 წლის მანძილზე ამ ადამიანების სახელს ტაბუ ედო და მათ შესახებ მხოლოდ იმათ იცოდნენ, ვინც ან ოჯახს იცნობდა, ან საბუთებზე მიუწვდებოდა ხელი, თორემ სკოლაში არავინ ასწავლიდა რამეს ქაქუცას, მაზნიაშვილის, აფხაზის და დანარჩენების შესახებ.
და ამის ფონზე, "რუსის სამხედროები" ყოფილან თურმე

სხვათა შორის, ქართველ მემარცხენეებს "არ ევასებათ" ეგენი. თავადიშვილები იყვნენო, მემამულეები და თავიანთი კერძო ინტერესები ჰქონდათ, როცა საქართველოსათვის იბრძოდნენ, იმიტომ, რომ იცოდნენ, ბოლშევიკები არ გაახარებდნენო

წინა წლებში პოსტავდა აქ რამდენიმე ეგეთი ადამიანი
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur,
venit mors velociter, rapit nos atrociter,
nemini parcetur!