ავით ბერძენიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი დავით უსუფაშვილისა და მის დაპირისპირებას ცდილობდა
16:25 15-09-2016
დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი დავით უსუფაშვილისა და მის დაპირისპირებას ცდილობდა ”რესპუბლიკური პარტია” რომ ერთიანია, ეს ბიძინა ივანიშვილისთვის საშინელი დისკომფორტი იყო, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა განუცხადა.
ბერძენიშვილის თქმით, ივანიშვილი პირველივე დღიდან - 2011 წლის ოქტომბრიდან დავით უსუფაშვილისა და მის დაპირისპირებას შეეცადა, რაც არ გაუვიდა.
”უამრავჯერ ვუთხარით, რომ თავი დაენებებინა ჩვენს შორის რაღაცეების მოძებნისთვის. ეს არ გაუვიდა. ბოლო მცდელობა იყო, რომ უსუფაშვილს უებნებოდა: ან გააკონტროლე პარტია ან წამოდი მაქედან და იყავი სპიკერი, ”რესპუბლიკური პარტიის” გარეშეო. ბიძინა ივანიშვილმა ”რესპუბლიკურ პარტიასთან” ბრძოლა წააგო.
დავით ბერძენიშვილი - პირველი შემთხვევა, როცა მე ბიძინა ივანიშვილს დავურეკე და მან არ მიპასუხა, იყო დღეს
15:32 15-09-2016
დავით ბერძენიშვილი - პირველი შემთხვევა, როცა მე ბიძინა ივანიშვილს დავურეკე და მან არ მიპასუხა, იყო დღეს ჩვენ ბიძინა ივანიშვილი გვერჩის, რადგან მას საკუთარი იმპერიის და სახელმწიფოს საყრდენი სპეცსამსახური ჰგონია, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა იმ მორიგი ბრალდებების შეფასებისას განუცხადა, რომელიც ივანიშვილმა ”რესპუბლიკელთა” მიმართ დღეს კიდევ ერთხელ გააჟღერა.
როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, ის ამ თემაზე დღეს ივანიშვილთან სატელეფონო საუბარს შეეცადა, მაგრამ მან მის ზარებს არ უპასუხა.
”პირველი შემთხვევა, როცა მე ბიძინა ივანიშვილს დავურეკე და მან არ მიპასუხა, იყო დღეს. როდესაც ის კუთხე-კუთხე, კუნჭულ-კუნჭულ დადის და ტყუილების ტირაჟირებით, მოფიქრებით არის დაკავებული, ეს ყველაფერი დაგროვდა. მე ვაპირებდი ივანიშვილთან ლაპარაკს. ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ დროს, სადაც უნდა - გნებავთ ღია ეთერში, გნებავთ ივანიშვილი უსუფაშვილთან, მარტო ივანიშვილი ბერძენიშვილთან, გნებავთ ხუთი კაცი მის მხარეს, ხუთი - ჩვენ, როგორც უნდა... თუ უნდა სარაგბო ნაკრები გამოიყვანოს... დღეს არის ვითარება, როცა ბიძინა ივანიშვილი ძალიან შეშინებული ადამიანის მდგომარეობაში აღმოჩნდა - მას აქვს განცდა, რომ მისი ხელისუფლება სერიოზულად მოყანყალებულია.
ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი უფრო ძლიერი ლიდერი და პოლიტიკოსი გამოდგა, ვიდრე დავით უსუფაშვილი
14:17 15-09-2016
ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი უფრო ძლიერი ლიდერი და პოლიტიკოსი გამოდგა, ვიდრე დავით უსუფაშვილი ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი უფრო ძლიერი ლიდერი და პოლიტიკოსი გამოდგა, ვიდრე დავით უსუფაშვილი.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, დავით უსუფაშვილს პრობლემები ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან და ამიტომ გაუხარდა პრემიერად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნა.
”როდესაც კვირიკაშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი და შეუდგა მუშაობას, უსუფაშვილი მისით გახლდათ აღფრთოვანებული, რომ ის ასეთი პრემიერ-მინისტრი იყო. უსუფაშვილს ეგონა, რომ კვირიკაშვილთან უფრო იოლად დაალაგებდა. ღარიბაშვილიც კარგი პრემიერი იყო. ღარიბაშვილმა უსუფაშვილს ყველა ბრძოლა მოუგო - უფრო ძლიერი ლიდერი და ძლიერი პოლიტიკოსი გამოდგა. გამოუცდელი მოვიდა, უსუფაშვილმა მასთან ვერაფერი მოახერხა და რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა კვირიკაშვილის მოსვლა“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
ამასთან, ივანიშვილმა უარყო, რომ პრემიერის თანამდებობაზე კვირიკაშვილის კანდიდატურა მას დავით უსუფაშვილმა ურჩია.
„უსუფაშვილს არავითარი კავშირი არ აქვს, რომ მან კვირიკაშვილი მიკარნახა. ზღაპრებს ყვება ახმელა კაცი, საოცრებაა”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი - მტკნარი, აბსოლუტური სიცრუეა, რომ ”რესპუბლიკური პარტია” უნდა გამხდარიყო ძირითადი ძალა და უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრი
14:08 15-09-2016
ბიძინა ივანიშვილი - მტკნარი, აბსოლუტური სიცრუეა, რომ ”რესპუბლიკური პარტია” უნდა გამხდარიყო ძირითადი ძალა და უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრი ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისთვის პრემიერმინისტრობის შეთავაზებას კატეგორიულად უარყოფს.
ივანიშვილი არც იმას ადასტურებს, რომ პრემიერის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა მას უსუფაშვილმა ურჩია.
”მტკნარი, აბსოლუტური სიცრუეა, რომ ”რესპუბლიკური პარტია” უნდა გამხდარიყო ძირითადი ძალა და უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრი. ისიც აბსოლუტური სიცრუეა, რომ გიორგი კვირიკაშვილი მისი აღმოჩენაა. ერთადერთს, რასაც გავიხსენებდი, არის ის, რომ როდესაც კვირიკაშვილი გახდა პრემიერმინისტრი და შეუდგა მუშაობას, უსუფაშვილი მისით გახლდათ აღფრთოვანებული და გახარებული, რომ ის ასეთი პრემიერმინისტრი იყო”, -განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, დავით უსუფაშვილს პრობლემები ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან.
”ღარიბაშვილიც კარგი პრემიერმინისტრი იყო. უსუფაშვილს ეგონა, რომ კვიირკაშვილთან უფრო იოლად დაალაგებდა. ღარიბაშვილმა მას ყველა ბრძოლა მოუგო. უფრო ძლიერი ლიდერი და ძლიერი პოლიტიკოსი გამოდგა ღარიბაშვილი. გამოუცდელი მოვიდა, უსუფაშვილმა მასთან ვერაფერი ვერ მოახერხა და რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა კვირიკაშვილის მოსვლა. უსუფაშვილს არავითარი კავშირი არ აქვს, რომ მან კვირიკაშვილი მიკარნახა. ზღაპრებს ყვება ახმელა კაცი, საოცრებაა”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ექს-პრემიერის განცხადებით, როდესაც იყო კოალიცია, ”ქართულ ოცნებაში” ”რესპუბლიკელების” და უსუფაშვილის მიმართ აუტანლობა იყო და ასეთ პირობებში ის უსუფაშვილს პრემიერობას არ შესთავაზებდა.
”პარტიის ყველა წევრი აღშფოთებას გამოხატავდა ამ პარტიის მიმართ. როდესაც დავით უსუფაშვილს ”რესპუბლიკური პარტიის” დატოვებას ვთავზობდი, ვეუბნებოდი, იქნებ ამდენი დესტრუქცია აღარ იყოს-თქო. მხოლოდ ამ ტიპის საუბრები მქონდა და არა პრემიერობაზე შეთავაზება. მენეჯმენტში წარმოდგენა არ აქვს უსუფაშვილს. იცის, როგორი აუტანლობა იყო ”რესპუბლიკური პარტიის” მიმართ და როგორ წარმოუდგენია, რომ ”რესპუბლიკელებისთვის” შემეთავაზებინა ქვეყნის მართვა? ამ პირობებში უსუფაშვილი თუ გახდებოდა პრემიერი, ხომ დაინგრეოდა ”ქართული ოცნება” მთლიანად და გადაირეოდა საზოგადოება? ასეთ ალოგიკურ სიცრუეს იტყვის ის კაცი, ვინც მენეჯმენტი არ იცის”, - განაცხადა ივანიშვილმა.
ექსპრემიერმა დავით უსუფაშვილი დახურული შეხვედრიდან ინფორმაციის გატანისთვისაც გააკრიტიკა.
”დახურული შეხვედრები იმ ქვეყნებს შორისაც კი იმართება, რომლებიც ერთმანეთთან საომარ სიტუაციაში არიან და ასეთი შეხვედრებიდან ინფორმაცია არ გამოაქვთ. მე როდესაც გავაკრიტიკე ”რესპუბლიკური პარტია”, არც ერთი შიდა ინფორმაცია არ გამომიტანია და ეს არის მიღებული ნორმა. თუ ის ამით ცდილობს ხმების მოპოვებას, ისინი საბოლოოდ განულდებიან”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კაროჩე გაჩაღდა გაჩაღდაა...დადეთ მარგალიტები კიდო...პოპკორნი მოიმარაგეთ ბლომად