#48832083 · 18 Sep 2016, 07:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (Tsiteli Tskapunebi @ 17 Sep 2016, 18:07 ) | | QUOTE (bazuka @ 17 Sep 2016, 09:32 ) | Tsiteli Tskapunebi ამერიკისთვის ეგ არის იგივე რაც თბილისში მეტრო, ისიც ვაგზალი-ვაჟაფშაველას ხაზი შარშან ვითხოვე, მეთქი ჩიკაგოდან ნიუიორკში მატარებლით წავალმეთქი და ყველა გაკვირვებული მიყურებდა, შემდეგ ჯანდაბას ავტობუსით ვიმგზავრებთქო და ნიუიორკში რომ მივედი, ბილეთის საყიდლად 160 დოლარიო 1 გზა, თვითმფრინავის ბილეთი "ტუდა-აბრატნი" 110$ ვიყიდე მაგის შემდეგ. და თქვენ გგონიათ მანჰეტენი-ნიუჯერსის გამო განვითარდება რკინიგზა, ამხელა ქვეყანაში ეგ გამორიცხულია, მეტრო კი დარჩება მეტროდ, რაცგინდათ ის დაარქვით. |
უარეს საოცრებას ნუ წერთ, მეტრო არა ტრამვაი. მე დაგისახელეთ ყველაზე დატვირთული სარკინიგზო ხაზი. თორემ უფრო შორ მანძილებზე ემთრაქი ბოსტონი-ნიუ იორკი-ვაშინგტონის ხაზზე დადის საათში ერთხელ გაძეძგილი და ნიუ იორკის იუნიონ სთეიშენიდან ყოველდღე ტორონტოსა და მონრეალშიც მიჰყავს მგზავრები. ჩიკაგოდან და ლოს ანჯელესიდან მიმავალი რეისებიც ჩამოვთვალო თუ არაა საჭირო?
პს ჩიკაგო - ნიუ იორკის მატარებელზე ტყუილად დააცინინეთ თავი. ეგეც ემთრაქის ხაზია და უკვე 40 წელია ყოველდღე მოძრაობენ მაგ მიმართულებილაზე ლეიქ შორ ლიმითედის სამგზავრო მატარებლები.
|
ეხლა დამაინტერესა და ვნახე სტატისტიკები ამერიკაში 2015 წელს, ავიატრანსპორტით იმგზავრა 900 მილიონმა ადამიანმა (წარმოუდგენელი ციფრია, ეხლაც არ მჯერა რამდენად სწორი ინფორმაციაა) სამგზავრო მატარებლებში როგორც ვნახე ემთრაქია აბსოლუტური მონოპოლისტი, მთლიანი ქვეყნის მასშტაბით სტატისტიკა ვერ ვნახე, თოპ ქალაქი კი ნიუიორკია, დანარჩენებს ალბათ ერთადაღებულს არ ექნებათ ნიუიორკის მსგავსი დატვირთვა, და ნიუიოტკის ხაზით ემთრაქი წერს, რომ 14 მილიონმა მგზავრმა იმგზავრა, რაც სადღაც 1.5%-ია საჰაეროსთან შედარებით. და თანაც საშუალო დისტანციაც სასაცილოა. ეს ამერიკისთვის არის კაპიკები, და რკინიგზის ინფრასტუქტურის შეცვლას ამხელა ტერიტორიაზე ასეულობით მილიარდი დასჭირდება ალბათ, რაც აბსოლუტურად არარენტაბელურია, და მივედით იქამდე საიდანაც დავწყეთ საუბარი თუ რატომ არაა შტატებში მატარებელი, იგივე ევროპის დონეზე.
This post has been edited by bazuka on 18 Sep 2016, 07:50
|