#48825399 · 17 Sep 2016, 09:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადამიანის მტრად შერაცხვას და მერე მის შეძულებას მთელი სულით და გულით გამართლება, "ღვთისგან შეწევნა" და ძალა მაშინ აქვს, როცა ასევე მთელი სულით და გულით გიყვარს ვიღაც .... რაღაც, ვისაც ეს, მტრად შერაცხული ემუქრება. უმეტეს შემთხვევაში ასე არ არის და ადამიანებს ერთმანეთი იმიტომ გვძულს, რომ თავმოყვარეობა შეგვილახეს, ჩვენს ეგოიზმს შეეხენ. მაგრამ ამას არავინ აღიარებს. დანარჩენ, ეგოიზმზე აღმატებულ და კეთილშობილ ცნებებს - მამული, ძმათა სისხლი, სარწმუნოება, სამართლიანობა და სხვა - მხოლოდ შირმად ვიყენებთ საკუთარი ხელყოფილი, დამპალი ეგოიზმის დასამალად. აი აქ პოულობს თავის გამართლებას სემუელ ჯონსონის მიერ 241 წლის წინ ნათქვამი, ძალიან ცნობილი სიტყვები. ასეთ, უმადლო სიძულვილს ძალა და შედეგი არა აქვს. ეს გვჭირს ჩვენ დღეს, იმიტომ, რომ საკუთარი თავის გარდა სინამდვილეში არც არავინ გვიყვარს, საკუთარ ეგოიზმზე წინ ვერც მამული დაგვიყენებია, ვერც სარწმუნოება და ვერც სამართალი. თორე ამ 25 წლის მანძილზე საშუალო კეთილდღეობის სახელმწიფოს მაინც ავაშენებდით ამ დალოცვილ და ბევრისთვის სანატრელ მიწაზე. მერე ისიცაა, რომ ამ აფხაზებთან მიმართებაში რაღაცნაირი, გაორებული დამოკიდებულება შეგვექმნა - ერთის მხრივ თუ საქართველოს სიყვარულია, მაშინ აფხაზეთის გარეშე ხომ ვერ წარმოვიდგენთ საქართველოს და აფხაზეთი აფხაზების გარეშე როგორ იქნება? თუ აფხაზები უნდა მძულდეს მაშინ უნდა ვთქვა რომ ისინი საქართველოს, ქართული ცივილიზაციის მკვიდრები არ არიან, რომ ისინი სხვები არიან. ასეა? აფხაზებისთვის უფრო ადვილია .... ჩვენი შეძულება. მათი პოზიციაა, რომ აფხაზეთი არასოდეს ყოფილა საქართველო, შესაბამისად ქართველები მათვის სხვა, უცხო, არამკვიდრი ხალხია და "სხვების" სიძულვილს კიდე რა უნდა?!
This post has been edited by masai11 on 17 Sep 2016, 09:55
--------------------
არ უღალატო საქართველოს! და ცოლს.
karma is a boss.
|