ეს რომან გოცირიძე აბანძებს ქოცებს
ძალიან დაბალი დონეა
"არნახული ტყუილი საარჩევნო კამპანიების ისტორიაში!
ახალმა ოცნებამ ძველ ოცნებას გადაასწრო!
მათივე პროგრამაში ვკითხულობთ, რომ
ოცნების მმართველობის პირობებში წელიწადში საშუალოდ გაჰყავდათ 28 კილომეტრის სიგრძის გზა ავტობანზე. მომავალ ოთხ წელიწადში აპირებენ 800-1000 კილომეტრი გზის გაყვანას, საიდანაც 550 კილომეტრი იქნება თანამედროვე ტიპის ავტომაგისტრალი. აქედან ერთ-ერთი იქნება მათი სიტყვებით რომ ვთქვათ, "ევროპაში ყველაზე რთული", ანუ მთებში: 53 კილომეტრის ავტობანი 40 გვირაბით და 90 ხიდით, ანუ ყოველ კილომეტრზე ერთი გვირაბი და ორი ხიდი
ვინმეს სჯერა, რომ ამის გაკეთება ამ ვადებში შესაძლებელია? ან ამათ შესწევთ ამის უნარი, მაშინ როცა სწორ ტრასაზე, ფაქტობრივად არსებული მაგისტრალის გაგრძელების სამუშაოების გეგმას ორი წლით ჩამორჩნენ და გამოყოფილი თანხებიც კი ვერ აუთვისებიათ?თანაც ამ საქმის უფროსი რომ შევარდნაძისდროინდელი კორუმპირებული მოიხელე ნოდარ ჯავახიშვილია( ინფრასტრუქტურულ კორუფციებზე საუბრის დროც მოვა)?!
წვერ-ილვაშის მოშვება საქმეს რომ შველოდეს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონები იქნებოდნენ

ისე, რაღაც დაეჩვია ბრიფინგებზე ჩემი სახელის უდიერად მოხსენიებას. ჰგონია, რომ ამით გზების მშენებლობის ტემპი იმატებს.
არაფერი ეშველება ამ საქმეს, სანამ ბატონ ნოდარს არ ჩააცემენტებენ ავტობანზე, როგორც ზურაბს სურამის ციხეში
პოლიტიკურ ჩაცემენტებას ვგულისხმობ, თორემ ისე რას ვერჩი, წავიდეს და მიხედოს თავის სირაქლემების ფერმას( ეროვნული ბანკიდან მოტეხილი ფულით რომ აიშენა თავის დროზე)! "
ამას რომ თავი დავანებოთ,
თქვენ წინასაარჩევნო პროგრამა გგონიათ წინასაარჩევნო დაპირებები
ანუ წინა არჩევნები კი დაპირებებით მოიგეთ მარტო. მილიონი ყველა სოფელს, სოლარიუმები ყველა სოფელში
უფასო ფული სა მსგავსი ღლეობები
ახლა გამოაცხადეთ, რომ ნამეტანი ტრუხა დაპირებები აღარ გვექნებაო და შედარებით ნაკლებად ფანტასტიკური დაპირებებით გინდათ არჩევნების მოგება
მაგრამ ეგრეა რა, რა დონისაც ხალხი ცხოვრობს ქვეყანაში, იმ დონისაა წინასაარჩევნო პროგრამებიც.
Si vis pacem, para belum.