#48828339 · 17 Sep 2016, 18:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს რეკონსტრუირებად აღმაშენებელზე გავიარე. გენიალური რამე გამოდის, ჩათვალეთ რომ თბილისი 20%ით უფრო საყვარელი ქალაქი ხდება. ძაან მომწონს.
არ ვკითხულობ რამდენი კვმ გიფსოკარდონი დაიხარჯა მის აშენებაზე. მე ხო ვიცი, ვინაიდან საპროფიტი ვარ, რომ ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი რასაც ქ მ ნ ი არის ძნელი. ქმენით ქოცებო, ქმენით და დაუშვით შეცდომები, წამოკარით ფეხი, გაგიტყდეთ შუშა, აგხადოთ ქარმა სახურავი, გაგიხმეთ დარგული ხე, წაიღოს ბულვარი შტორმმა, გიჩივლოთ სუბკონტრაქტორმა და იტიროს კონტრაქტორმა, მე თქვენ გაკეთებულისთვის მადლობას გეტყვით. მადლიერების გარეშე ვერ იქნები საპროფიტი.
მადლიერების გარეშე იქნები პარაზიტი და ლოზუნგი გექნება " სახელმწიფო ხალხისათვის", მე კი სწრაფი განვითარება მინდა, ბიუჯეტი მინდა 18 მილიარდი, ღიმილიანი საქართველო მინდა, ძუძუდასკრინინგებული საქართველო მინდა, ც ჰეპატიტელიმინირებული საქართველო მინდა, ბათუმში ჰილტონთან კიდევ სამი და ანბანის კოშკთან კიდევ ექვსი სკაიკრიპერი მინდა.
პ.ს. საპროფიტებო, მაინც არ გამოგდით ეგ კაპასობა, თქვენ ხო საპროფიტები ხართ და გულის სიღრმეში აფასებთ ყველაფრის ქ მ ნ ა ს. მარტივად არაფერი ხდება. იყავით გულწრფელები, მოიწონეთ გაკეთებული, მოიწონეთ გრიგოლეთის საკონცერტო ფილარმონია ( მითუმეტეს რომ მიშას ხვინწკად აშენდა ბიძინას ფულით), შეაქეთ, წაახალისეთ, ნუ იქნებით მკაცრები და მელოჩნიკები.
მადლიერება თქვენი თამაშის წესი უნდა იყოს, რ ა თ ა ხალხს მადლიერბა ასწავლოთ.
ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი ძნელია.
ხოდა, სხვა თემაა მაგრამ, დღეს ფრაგმენტს ვიყურე ჰოლივუდური ფილმის, კარგი პოლიციელები კარგ კრიმინალებს დიდ მაფიაში ნერგავენ და ტრანსკონტინენტულ ნარკომაფიას ამარცხებენ ( დაამარცხებდნენ, რომ მეყურა ბოლომდე, არ მინახავს). ხოდა, იმ უბედურმა ბიჭმა რო თავი მოიკლა... არ უნდა მოეკლა თავი. უნდა ეთანამშრომლა პოლიციასთან უფრო დიდ ნარკო დილერებზე გასასვლელად. შეამჩნევდა, რომ პატიოსანი კაცის გაფუჭებას აპირებენ პოლიციელები მისით? ეყვირა და მიეწვია 7 ტელეკომპანია.
შეეშინდა?
რისი შეეშინდა, თავის მ ო კ ვ ლ ი ს არ შეეშინდა და ვიღაც პოლიციელის ნაეზდების ( მომავალში სავარაუდოდ) შეეშინდა? ჯანმრთელი ადამიანის თვითმკვლელობა ნ ე ბ ი ს მ ი ე რ შემთხვევაში არის არარაციონალური.
შენ საპროფიტი ხარ? მაშინ არ ჩათვლი რომ ხელისუფლება საჯიშე ბიჭებს გიხოცავს, იტყვი, რომ ნებისმიერი თვითმკვლელობა არის შეცდომა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და რომ შენ მებრძოლის მხარეზე ხარ.
ხოდა..
მეტი გულწრფელობა და ნაკლები მელოჩნიკობა. თქვენთვის ჯობია.
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|