კრემლი ახალ ძალოვან სტრუქტურას - სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ქმნის
10:26 19-09-2016
კრემლი ახალ ძალოვან სტრუქტურას - სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ქმნის კრემლი 2018 წლამდე ახალ ძალოვან სტრუქტურას - სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შექმნის. ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ახალი უწყება გააერთიანებს ე.წ. ФСБ-ს, საგარეო დაზვერვის სამსახურსა და დაცვის ფედერალური სამსახურის რამდენიმე განყოფილებას.
როგორც „კომერსანტი“ წერს, ამ რეფორმის შედეგად, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს ფაქტობრივად, ე.წ. КГБ-ს ფუნქციები მიენიჭება.
გამოცემის თანახმად, რუსეთის ხელისუფლება ძალოვანი და სამართალდამცავი ორგანოების მასშტაბურ რეფორმირებას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე გეგმავს.
რეფორმის ფარგლებში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი გენერალური პროკურატურის დაქვემდებარებაში გადავა, ხოლო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ფუნქციებს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები შეითავსებენ.
იქმნება მონსტრი.
ჩვენთვის რამე იცვლება?
მგონი არაფერი
ვისაც რუსეთის "მოქცევის" ან დაშლის სჯერა გავატარებ
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3