მასე ადვილი არ არის ეგ ამბავი..
მსოფლიოში ქარის ენერგია ყველნაგ სახელმწიფო სუბსიდირებაზეა..
რეალურად სახელმწიფო იქით ხარჯავს ფულს იმაში რომ ქვეყანაში გარკვეული % ეკოლოგიურად სუფთა ენერგია ჰქონდეს განახლებადი წყაროებიდან.
მაგრამ ეს ყველაფერი გადის მოსახლეობის შეგნებაზე და მზადყოფნაზე რომ იქით გაიღონ ფული ეკოლოგიური მსგომარეობის ცოტათი მაინც გამოსასწორებლად.
შედეგად, იგივე ქარის ენეგია საკმაოდ ძვირი გამოდის ნამარხი საწვავის გამოყენებით მიღებულთან შედარებით.
მე პირადად თანახმა ვარ სატესტო ქარის ფერმები გაკეთდეს, ოღონდ მაგისი სუბსიდირება მოხდეს იმ ფულით რასაც დღეს საპატრიარქოს ურიცხავს მთავრობა
უბრალოდ, საქართველოში დიდი შანსია რომ მოხდეს ასე - აშენდება კიდევ რამდენიმე ქარის ტურბინა, შემოვა ოფშორებში დარეგისტრირებული ვითომ ცნობილი "ინვესტორი", შედეგად ბიუჯეტიდან სოლიდური ფული წავა ამ ინვესტორის ჯიბეში.
გამომუშავებული ენერგიის თვითღირებულება იქნება 3-4-ჯერ იმაზე მეტი ვიდრე თბოელექტროსადგურების მიერ (ჰიდროზე რომ აღარაფერი ვთქვათ). საბოლოოდ რამდნიმე წელიწადში ყველა არსებული ტურბინა გამოვა წყობიდან ადექვატური მონიტორინგის და maintenance-ის არარსებობის გამო.
ამაზე კიდევ ფულები მოტყდება და ა.შ.