თინა ხიდაშელი, ქართული ოცნების ყოფილი თავდაცვის მინისტრი
"მე იმ ღამეს იქ ვიყავი. მერე რამდენიმე დღე რაიონ რაიონ ვეძებდით ნაწამებ ადამიანებს ელჩებთან ერთად. ეს ამბავი ყველამ იცის, ამიტომ კადრების ნახვა არ მჭირდება ამ საშინელების აღქმის და პასუხისმგებლობის მოთხოვნისთვის.
მხოლოდ ხუთი კითხვა მაქვს, მაინც ხუთოსნები გახდით

1. როდის მიიღო პროკურატურამ ეს მტკიცებულება? საქმეში უნდა ეწეროს და გვითხარით.
2. იმათ თუ კითხეთ სიაში და ოლქებში მსუყედ რომ გყავთ წარმოდგენილი, ამ წამების რეჟიმის წარმომადგენლები, მეგობრები, დამფინანსებლები, გულხურვალე მხარდამჭერები, ხელისგადატყავებამდე ტაშისმკვრელები?
3. ეს საქმე მურუსიძეს უნდა განასჯევინოთ?
4. რატომ იყავით წინააღმდეგი სწორედ ამ და მსგავს საქმეებზე საგამოძიებო კომისიის და სისტემური დანაშაულისათვის სახელის დარქმევის?
5. ვინ მოკლა ნიკა კვინტრაძე? ამას საპრეზიდენტო არჩევნების წინ გვანახებთ კინოში?
არანაკლები სირცხვილია ადამიანების ტრაგედიით, სახელმწიფოთი მანიპულაცია
......................................
არასდროს ვიყავი ხიდაშელით აღფრთოვანებული, მაგრამ რესპექტ...
კვინტრაძის საქმე ყველაზე უფრო მაინტერესებს, თავი დროზე, მაგ დეტალების განსაჯაროებისთვის სისტემა სიკვდილით გვემუქრებოდდა და ათასგვარ სისაძაგლეზე წავიდა..ქოცებმა კიდე თავი ვერ მოაბეს საქმის გახსნას ამდენი ხანია
This post has been edited by guriaaa on 20 Sep 2016, 19:16