იმიტომ ვამბობ რო განსხვავება თქვენს შორის არ არის..
თავდაჩეხილი იყო ასათიანი..შეხვედრიხარ მის მეუღლეს? შვილს? რა მდგომარეობაში დაასაფლავეს გვამი გიკითხვას?
კვინტრაძეს რაც შეეხება, მის უახლოეს ძმაკაცს რომელმაც დარბევის დროს დაკარგა მეგობარი შეეშალა? ჯნს-ს შეეშალა, საიას შეეშალა, ბრიტანულ ექსპერტიზის ბიუროს - DABS Fingerprintss/Forensics შეეშალა...? ყველას შეეშალა?
ყველაფერს რო თავი დავანებოთ, იმას რო მაღაზიის დირექტორი დაიჭირეს, რადგან არ მისცა სასურველი ჩვენება, იმას რო შსს-ს არაფერი არ გამოუკვლევია, .ჰისტოლოგიური კვლევისთვის საჭირო ფრაგმენტები განადგურდა! .ერთ კითხვაზე მიპასუხე, 26 მაისის სამხედრო აღლუმის წინ, სადაც პრეზიდენტი, ელჩები და სხვა უცხოელი სტუმრები უნდა ყოფილიყვნენ..სპეციალური და ტრადიციული შემოწმებისას...სახელმწიფო დაცვა ვერ იპოვიდა სახურავზე გვამებს, ისინი იქ რომ ყოფილიყო?
ეხლა რატო ჭირს სიმართლის დადგენა, აგერ ექსპერტის პასუხი ნახე..
დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის" ხელმძღვანელი ალექსანდრე გეჯაძე: "ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომ ის ორი ადამიანი ჯიხურის სახურავზე გამავალი ელექტროკაბელებიდან დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა - ახალი ხელისუფლების მთავარმა პროკურატურამ საეჭვოდ მიიჩნია.
ამ შემთხვევაშიც ჩატარდა ექსჰუმაცია. სამწუხაროდ, უკვე შეუძლებელი იყო კატეგორიული დასკვნის გამოტანა, თუ რამ გამოიწვია სიკვდილი, მაგრამ დავასახელეთ ფაქტორები, რის გამოც შეუძლებელი იყო სიკვდილის მიზეზებზე საუბარი. კერძოდ, არ შესრულდა ელემენტარული წესი, რომლის თანახმად გვამები შემთხვევის ადგილზე გამომძიებელთან ერთად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტს უნდა დაეთვალიერებინა;
არ გამოკვლეულა სადენი, საიდანაც დენის დარტყმით შეიძლებოდა სიკვდილი დამდგარიყო;
არც მიცვალებულთა ტანსაცმელი გამოიკვლიეს იმ მიზნით, სადენის შემადგენელ ქიმიურ ელემენტებთან შეედარებინათ და ამაზე დაყრდნობით დაესკვნათ, გარდაცვლილები სიკვდილამდე ამ სადენს შეეხნენ თუ არა;
რაც ყველაზე არსებითია - დენის დარტყმით სიკვდილზე მიანიშნებს სხეულზე (კანზე) დაფიქსირებული ე.წ. „ელექტროდამღა", რასაც კონკრეტული მორფოლოგიური აღწერილობა აქვს. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, გარდაცვლილთა სხეულზე აღმოჩენილია „ელექტროდამღა", ჰისტოლოგიური კვლევისთვის საჭირო ფრაგმენტები მათ ლაბორატორიისთვისაც გადაუციათ...
კანონის თანახმად, ეს ფრაგმენტები რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა ინახებოდეს, მაგრამ როდესაც „ვექტორმა" ნიმუშების ჩვენება მოითხოვა, აღმოჩნდა, რომ ეროვნული ბიურო მათ არ ინახავდა. არადა, ნივთმტკიცების განადგურება გამოძიების დასრულებამდე და განაჩენის დადგომამდე დაუშვებელია! როცა ოფიციალურად გეუბნებიან, რომ ფრაგმენტების შენახვა არ ხდება, უკვე ცხადია, რომ სიმართლის დადგენა მათ ინტერესებში არ შედის!"
გასაგებია?
This post has been edited by guriaaa on 20 Sep 2016, 20:30