http://www.info9.ge/sazogadoeba/mozaika/15...html?lang=ka-GEბელა ალანია: ოპერატორის იდაყვი ნიკაპთან მომხვდა, მე კი ისეთი ნაზი კანი მაქვს, მაშინვე მილურჯდება
ბელა ალანია: ოპერატორის იდაყვი ნიკაპთან მომხვდა, მე კი ისეთი ნაზი კანი მაქვს, მაშინვე მილურჯდება
14:46 / 21.09.2016
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მეუღლე ბელა ალანია ტელეწამყვან შალვა რამიშვილთან მომხდარ ინციდენტს ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს.
მისი თქმით, პოლიცია არა თავად, არამედ მოსახლეობამ გამოიძახა.
„სოფლის მოსახლეობამ გამოიძახა ჩემს მისვლამდე. აღიძრა საქმე, რადგან კარი იყო გატეხილი და პოლიცია ვალდებული იყო, დეტალებს გასცნობოდა.
ნათესავებმა მითხრეს, ახლა პოლიცია მოვა და გაერიდეო. ამ ხალხმრავლობაში ერთმა ოპერატორმა ხელი უნებლით გაიქნია და მისი იდაყვი ნიკაპთან მომხვდა. მე კი ისეთი ნაზი კანი მაქვს, მაშინვე მილურჯდება. ერთმა ქალმა შეამჩნია ჩალურჯება ჩემს სახეზე და მკითხა, რა გაქვსო. მივხვდი, რაც მქონდა, მივუტრიალდი შალვა რამიშვილს და ვუთხარი, ამის გამო პასუხს აგებ-მეთქი.
პოლიციამ მკითხა, გაქვთ თუ არა სურვილი, უჩივლოთ იმის გამო, სახეზე სილურჯე რომ გაქვთო. ვუპასუხე, არავითარ შემთხვევაში-მეთქი. მართალია, რამიშვილის გამო შეიკრიბა ის ხალხი, მაგრამ მისი ხელი არ მომხვედრია და არ შემიძლია ადამიანს უდანაშაულოდ ხელი დავადო, თუმცა ვუჩივი, რომ მან უკანონოდ დაარღვია ჩემი პირადი სივრცე, რომელიც არასოდეს არავისთვის დაფარული არ ყოფილა“,-აღნიშნავს ბელა ალანია.
მისივე თქმით, გადამღები ჯგუფი ძალიან ცუდად იქცეოდა.
„ძალიან ცუდად იქცეოდნენ. ჩართული კამერები დაბლა ჰქონდათ დაშვებული, ვითომ არ იღებდნენ. რამიშვილის კამერას და მიკროფონს არ ჰქონდა ლოგო. ვინ ხართ, საიდან ხართო, რომ ჰკითხეს, მე ვარ შალვა რამიშვილი, თავისუფალი ჟურნალისტიო, გვითხრა. მოვთხოვეთ აკრედიტიაცია, თუ რომელ მედიასაშუალებას წარმოადგენდა. სხვა შემთხვევაში ის ჩვენთვის ფიზიკური პირი იყო და მეტი არავინ. არანაირი დოკუმენტი არ გააჩნდა და ძალიან დააბნია ამ შეკითხვებმა. ვწუხვარ, რომ მას არ აქვს იურიდიული განათლება და არ იცის თავისი და სხვისი უფლებები.
შალვა რამიშვილი უკვე კარგა ხანია არავის ახსოვს და ასე გადაწყვიტა, საზოგადოებას თავი შეახსენოს. დღეს მთელი „ოცნების“ პარტია ებრძვის ბელა ალანიას, თუ რატომ ვუჩივლე ფიზიკურ პირს, რომელმაც დამიმტვრია კარი. ქალი ვარ და იქნებ ფორმაში არ ვარ, იქნებ არ მინდა იმ წუთას გადაღება. რა ძალადობაა, ვის აქვს ამდენის უფლება?! რატომ არღვევენ ჩემს პირად სივრცეს?!“,-ამბობს შალვა ნათელაშვილის მეუღლე.