#49015570 · 11 Oct 2016, 13:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
web_nts ეს
QUOTE | მკაცრი ტექდათვალიერება, 10 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა + პატრულოსთვის დარიგება გამონაბოლქვის შესამოწმებელი მოწყობილებების. თუ პატრულს ადგილზე შემოწმების საშუალება არ ექნება, მაინც მოახერხებენ მოტყუებას ქართველი გენიოსები... კატალიზატორების ქირაობას დაიწყებენ
ეს გამოიწვევს ავტომობილების მომენტალურად 60%-ით შემცირებას და რაც დარჩება ისინი ჰაერს ასე ვერ დააბინძურებენ თუ ტექდათვალიერება გავლილი ექნებათ. ასევე უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაქსიმალურად გაუმჯობესება და ბევრი ავტობუსის დამატება ვინაიდან დაბრაკული ავტომობილების პატრონებს გადაადგილება ჭირდებათ.
მაგრამ ვერცერთი პოლიტიკური ძალა ამას ვერ გაბედავს ბავშვების და მოსახლეობის დაავადება უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე არჩევნებზე ხმები |
სიბრიყვეა!
მდგომარეობაში, რომელშიც დღეს საქართველო აღმოჩნდა ეს გამოსავალი არ არის. მხოლოდ სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს. ეხლა 2%-მა რო ფული იშოვეთ და კაი მანქანებით დადიხართ, სხვებმა ჯართში ჩააბარონ? ბაბოიმ ტკაც!..
გამოსავალია: 1. ძველი ბენზინის მანქანების გაზზე გადაყვანის სტიმულირება სხვადასხვა მეთოდებით - გაზის მანქანების უფასო ტექდათვალიერება, გაზზე აქციზის შემცირება და სხვ. 2. დიზელები, რომლებიც ვიზუალურად ბოლავენ, უნდა აიკრძალოს და გაიშვას ძრავის რემონტზე სავალდებულო წესით, თან მიეცეს შეღავათიანი კრედიტი ძრავის გასაკეთებელ-შესაცვლელად; 3. ელექტრომობილებისათვის დროებით მაინც დენით ზაპრავკის უფასოდ ან მინიმალურ ფასში შემოღება. მთელი წელი რო უფასოდ ივლი, ხალხი კრედიტს აიღებს ელექტრომობილების საყიდლად... 4. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და დოტაციაზე დასმა
ხარჯია მაგრამ არც ისე დიდი
--------------------
ვირებში თუ ხარ უნდა შენაც ტლინკები ყარო, ვაქცინისტებო D ვიტამინს არ გაეკაროთ! ზოგადად ფიზიოლოგია გოგოებმა უფრო უკეთ უნდა იცოდნენ, ქალი გაცილებით ფიზიოლოგიური არსებაა ვიდრე მამაკაცი (C) tengo9786
|