თეორიების რა მოგახსენოთ... და ჩემი პირადი შეხედულობით - ცივილიზაციების დიფერენციის საკითხს ვუდგები მარტივად
და ამისათვის ვიყენებ კალენდარს.
ყოველ ცივილიზაციას აქვს საკუთარი კალენდარი.
დღეს 2016 წლის 21 სექტემბერია ქრისტიანული წესით ანუ რომის პაპი გრიგორ XIIIის სახელით ცნობილი კალენდრის მიხედვით;
რადგანაც მსოფლიოში ბატონობს ეს კალენდარი, გამოდის რომ ქრისტიანული ცივილიზავია ბატონობს;
მუსულმანებს თავისი კალედარი აქვთ. 622 წლით ჩამორჩება ქრისტიანულს. გამოიყენება ჩვეულებრივად, მაგრამ მხოლოდ განსაზღვრულ არეალში (ქვეყნებში)
ჩინურ კალენდარზე გვსმენია ასე თუ ისე.... აი როდესაც გამოვიყენებთ, მივხვდებით რომ ჩინეთი გაბატონებულა.
იაპონია, ინდოეთი, სომხები, ებრაელები, ლათინური ამერიკა და ა.შ..... ასევე ყველას საკუთარი კალედარი აქვთ.
მაგ აფრიკას ვერ გავიხილავ ცალკე ცივილიზაციად და შესაბამისად საერთო აფრიკული კალენდარიც არ არსებობს.
p.s. კალებდარებზე გამახსენდა.
შექსპირი და სერვანტესი ოფიციალურად 23 აპრილს მოკვდნენ, მაგრამ შექსპირი ფაქტობრივად უფრო გვიან მოკვდა (მგონი ორი კვირით)

რატომ?
ივლისი ცეზარის საპატივსაცემოდაა დარქმეული, აგვისტო კი მისი 'შვილის' სახელს ატარებს. რატომ დაუშვეს გამონაკლისი და ორივე თვეში რატომაა 31 დღე?