#48866980 · 22 Sep 2016, 21:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაშ ასე ვაგრძელებთ თემას: როგორც მოგახსენეთ, საქართველო არ ჰყავს სხვა მტერი გარდა შინაური მტრისა. ჩვენ ვიმსჯელეთ საქართველოს 1921 წლის ბოლშევიკურ ოკუპაციაზე. აქ მე მინდა დავაკონკრეტო ის ფაქტი, რომ ლენინმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რატომღაც დამოუკიდებლობა მისცა ფინეთს და საქართველო კი პირიქით დაიპყრო. სერგო ორჯონიკიძე და სოსო ჯუღაშვილი რომ ქართველები კი არა არამედ ფინელები ყოფილიყვნენ, მაშინ საქართველო კი არა ფინეთს ეტირებოდა დედა. 20-ან წლებში საქართველო ფინეთზე ბევრად უკეთესი საწყისი მდგომარება ჰქონდა. თუ არა ჩვენი აქტიური შინაური მტერი, მაშინ საქართველო აუცილებლად შექმნიდა ფინეთი ბევრად უფრო ძლიერ სახელმწიფოს. ჩვენი ეკონომიკა იქნებოდა უფრო ძლიერი და სამხედრო თვალსაზრისითაც საქართველო სტრატეგიულადაც უკეთ არის დაცული. გაიხსენეთ სსრ კავშირისა და ფინეთის ომი. აი საქართველო რომ დამოუკიდებლობა ქვეყანა ყოფილიყო, ბოლშევიკურ რუსეთ 40- იან წლებში საქართველო უკვე ვეღარ დაიპყრობდა.
ახლა გადმოვიდეთ უფრო ახლო პერიოდზე. 1991 წლის პუტჩის ეპოქაში. ზოგი კითხულობს თუ რა უნდა ექნა ზვიად გამსახურდიას მაშინ როცა მოსკოვში ГКЧП -ს პუტჩი ჩაფლავდა და რუსეთის ხელისუფლებაში ბორის ელცინი მოვიდა?
ამ დროს საქართველოს უკვე ისე ჰქონდა გადებული რომ ზვიად გამსახურდიას აღარავითარი შანსი აღარ ჰქონდა დარჩენილი. ალბათ გეხსომებათ ბორის ელცინის ავრორა ტანკზე. მაშინ მას გვერდით ედუარდ შევარდნაძე ედგა და ეს არ იყო შემთხვევითი. შევარდნაძე თავისი გაიძვერობით ხელში დიდ კოზირი ეჭირა.
ზვიადის კრახს ზოგი მის მეუღლეს მანანა არჩვაძეს აბრალებს, ვითომ მანანა იყო კაგებეს აგენტი და ზვიადი იმან დაღუპაო. სინამდვილეში საქმე სულ სხვა მიზეზებით იყო წამხდარი. ერთადერთი რაც ამ უკვეცგამოვალური სიტუაციაში ზვიადს უნდა გაეკეთებინა იყო შემდეგი. იგი საქართველოს უკვე ვეღარ იხსნიდა, მაგრამ შეეძლო საკუთარი თავის გადარჩენა. მას უნდა დარეკა შევარდნაძისთვის და ეთქვა ამხანაგო ედუარდ მე წავაგე. ამიტომ თავს გიხრით ჩამობრძანდით აგერ ჩემი პრეზიდენტის სკამი თქვენთვის დამითმია და მე კულტურის მინისტრობა მაინც მომეცითო.
სხვა გზა გამსახურდიას მაშინ უკვე აღარ ჰქონდა და კაცმა სწორედ აქამდე არ უნდა მიიყვანო საქმე. ამიტომ მოდით შემდეგ ნაწილში გავაანალიზოთ თუ სინამდვილეში რა მოხდა საქართველომი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მის გაძევებამდე და თუ რა იყო ჩვენი მაშინდელი უბედურების მთავარი მიზეზი. * * * მაშ ასე ვაგრძელებთ ამ თემას. 1989 წლის 9 აპრილის აქციამ და მის მა დარბევამ გორბაჩოვის ხელისუფლება ძირფესვიანად შეარყია. ასევე მძიმე მდგომარებაჩი აღმოჩნდა ჩინეთის კომუნისტურ ხელისუფლება 1989 წლის 3-4 ივნისის ტიანმიანის მასაკრის შემდეგ. ოღონდ ჯორჯ ბუშმა გორბაჩოვსაც აპატია თბილისში 9 აპრილის დარბევა და დენსიოპინგსაც ტიანმიანის დარბევა. რბილად რომ ვთქვათ ამ შემთხევაში ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია უზნეოდ მოიქცა. ოღონდ ჩინეთთან მიმართებაში ამერიკას გაეხსნა ჩინეთის ბაზარი. ჩინეთმა დაიბრუნა ჰონკონგი და რაც მთავარია ჩინეთმა დასავლური ინვისტიციების წყალობით შესძლო უდიდესი ეკონომიკური წინსვლა. ასე რომ ამ მიმართულებით ჩინეთმაც ბევრი მოიგო.
რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებაში ბუში ცუდად მოიქცა, მაგრამ აქაც ამერიკამ ძალიან ბევრი მოიგო.კერძოდ ამერიკას გაეხსნა რუსეთის ბაზარი და მა გორბაჩოვის ხელიდან გავლენის სფეროების სახით მიიღო ვარშავის ბლოკის ექვსი ყოფილი ქვეყანა.
ამერიკის პრეზიდენტმა რუზველტმა პერლ ჰარბორზე იაპონიის თავდასხმა თავის დროზე შეაფასა როგორც უბინძურესი ვერაგობა. ოღონდ ამერიკამ ამაზე უფრო უბინძურესი ვერაგობა ჩაიდინა პატარა საქართვლის მიმართ 1989 წლის დეკემბერში. მოდით ნუ დავიწყებთ კამათს იმაზე იყო თუ არა ეს ამერიკის მტრობა საქართველოს მიმართ და შევხედოთ ამ საკითხს პრაგმატულად.
საქართველო 1989 წელს ჯერ არც დამოუკიდებელი ქვეყანა იყო და ჩვენ არც დიპლომატიური ურთიერთობა არ გვქონდა ამერიკასთან. ამერიკასთან ჩვენ კავშირი გვქონდა მხოლოდ ორი გზით. ერთი არხი იყო ქართველი დისიდენტი თენგიზ გუდავა, რომელმაც 9 აპრილის დარბევის შემდეგ ამერიკის სენატს სენატორ ჰელმსის მეშვეობით მიაღებინა 1989 წლის 19 აპრილის რეზოლუცია. ეს რეზოლუცია ადრესირებული იყო პირადად ჯორჯ ბუშის მისამართით და იგი შეიცავდა მოწოდებას, რომ ჯორჯ ბუშს საქმე არ დაეჭირა მიხეილ გორბაჩოვთან. ბუშმა რა თქმა უნდა ეს რეზოლუცია დაარღვია და თენგიზ გუდავა 2009 წლის აპრილში პრაღაში მოკლეს ამერიკის სპეცსამსახურების აგენტებმა. თენგიზ გუდავაზე აკრეფილი ჰქონდათ ზვიადისტებს, მაგრამ ეს საქმე სულ სხვაგვარად არის ვიდრე ზვიადისტებს აქვთ წარმოდგენილი. ყოველ შემთხევაში ეს ერთი ქართული არხი რომლითაც საქართველოს კავშირი ჰქონდა ამერიკასთან შედარებით სუსტი იყო.
მეორე არხი გახლდათ ეროვნებით ქართველი სსრ კავშირის მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე, რომელიც მალტის სამიტის ერთ ერთი მთავარი აქტორი იყო. აქ უნდა შეგახსენოთ, რომ მალტის სამიტზე არ მიასუნინეს არც გერმანიის კანცლერ ჰელმუტ კოლს, არც დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს და საფრანგეთი პრეზიდენტს. აი შევარდნაძე კი მალტის სამიტის უშუალო მონაწილე იყო და თავის "სიბრძნეებს" აფრქვევდა. სიტყვა საქართველო მალტის სამიტზე საერთოდ არ იქნა ნახსენები. შევარდნაძე იქ სულ სხვა საკითხებზე ლაპარაკობდა. მას არ აწყობდა საქართველოს დამოუკიდებლობა იმიტომ, რომ თუკი საქართველო დამოუკიდებელი გახდებოდა, მაშინ შევარდნაძე დაკარგავდა სსრ კავშირის საგარეო მინისტრის პოსტს და მას არც დამოუკიდებელი საქართველო ჩაიხუტებდა. გახსოვთ ერთხელ განაწყენებულმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ თქვა რა გამიჭირეთ საქმე მე ამაზე უფრო მაღალი თანამდებობებიც კი მეკავაო.
ახლა ჩვენ ქართველები რას მოვითხოვთ ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისაგან?
მას უნდა ეთქვა რომ აგერ მაქვს ამერიკის სენატის 110 რეზულუცია, რომელიც 9 აპრილის ჯალათი მიხეილ გორბაჩოვთან ლაპარაკს კი მიკრძალავსო?!
ბუშს უნდა ეთქვა რომ უკანალი შეიტანეთ ეგ თქვენი ექვსი კომუნისტური ქვეყანა. მე არც გერმანიის გაერთიანება მინდა არც პოლონეთი, არც ჩეხოსლოვაკია, არც უნგრეთი, არც რუმინეთი და არც ბულგარეთი. არაფერი ეს არ მინდა და მოითხოვ საქართველოს აღუდგინა 1921 წლის 25 თებერვალს წართმეული სახელმწიფო დამოუკიდებლობაო?!
ბუში ამას არ იტყოდა და მან მიიღო გორბაჩოვის შემოთავაზება. ამერიკამ გავლენის სფეროების სახით მიიღო ის ექვსი ქვეყანა და სამაგიეროდ გორბაჩოვს ეხმარებოდა სსრ კავშირის შენარჩუნებაში მანამ სანამ გორბაჩოვი ГКЧП - ემ არ ჩამოაგდო. ე. ი. 1989 წლის 3 დეკემბრიდან 1991 წლის 25 დეკემბრამდე ამერიკა საქართველოს მიმართ ატარებდა გორბაჩოვის მხარდამჭერ პოლიტიკას. ასეთი პოლიტიკა კი მტრული იყო საქართველოს მიმართ და ამერიკის ეს მტრული მაშინდელი პოლიტიკა გაგვიჩალიჩა ედუარდ შევარდნაძემ.
ამ თემას გავაგრძელებთ შემდეგ პოსტში.
* * * რა მოხდა საქართველო 1990 წლის 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით და როგორ იმოქმედა ამან საქართველოში პოლიტიკური პროცესების შემდგომ განვითარებაზე?
1990 წელის 28 ოქტომბერს საქართველოში არავითარი პარლამენტი არ არჩეულა იმიტომ რომ როგორც ასეთი თვითონ დამოუკიდებელი სახელმწიფო საქართველო ჯერ არსებობდა. იმ დროს არსებობდა მხოლოდ საბჭოთა კავშირი რომელსაც 1990 წლის 15 მარტიდან მართავდა პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი. ასე, რომ 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სახელით ცნობილ რუსეთის იმპერიის ერთერთ კოლონიაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩახშობის მიზნით არჩეული იქნა ჯერ კოლონიური პარლამენტი და მერე კოლონიური პრეზიდენტი.
ალბათ ბევრს გაგიგიათ ასეთი ამბავი ზვიად გამსახურდია შევარდნაძე ბრალს დებს შენ კაგებეს აგენტი ხარო, შევარდნაძე კი ნიშნის მოგებით პასუხობს: მე კარგად ვიცი თუ ვინ არის კაგებეს აგენტი მე კი კაცებს გენერალი ვარო. რა თქმა უნდა ასეთი დიალოგი არასოდეს არ შემდგარა და ეს ამბავი მოგონილია ერთის მხრივ ზვიად გამსახურდია კაგებეს აგენტად გამოსაყვანად და მეორეს მხრივ შევარდნაძის მოღალატური როლის გასამართლებლად.
ზვიად გამსახურდია არ იყო კაგებეს აგენტი. იგი კაგებეს აგენტების ფიზიკური, მორალური და ინტელექტუალური მძევლი გახდა. ზვიად გამსახურდია კაგებეს ამ აგენტურამ აქტიურ პროვოკატორად გამოიყენა და ბოლოს მოკლა კიდეც.
ზვიად გამსახურდია იქცა ისეთივე ტრაგიკულ ფიგურად, როგორიც იყო კონკისკადორ კორსეტის მიერ მძევლად აყვანილი აცტეკების ბოლო იმპერატორი მონტესუმა. მონტესუმა აცტეკებს მოუწოდებდა ესპანელები მიმართ მორჩილებას, რის გამოც მას თავისივე ხალხმა ქვები დაუშინა. მონტესუმა კორსეტი ჯაჭვით აბამდა და ბოლოს იგი აცტეკების ხალხმა კი არა არამედ კორსეტმა მოკლა. ზვიად გამსახურდიასაც იგივე ბედი ეწვია.
საქართველოში არავითარი სამოქალაქო ომი არ ყოფილა. ეს იყო გარეშე მტრების მიერ პროვოცირებული სისხლიანი ქაოსი. ------------- თემა ქვემოთ გაგრძელდება
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
|