თქვენ რა გითხარით,მოგონებები ამიშალეთ...ჩემი მიტოვებული სახლ/კარი გამახსენეთ!
ახლა,ნათელაშვილის სახლი,რამაც ასეთი მითქმა/მოთქმა გამოიწვია,
გრაფ როდენდორფის ელცის ციხე/სიმაგრე/სასახლეს ვერ შეედრება,
მაგრამ განვითარებადი ქვეყნის პოლიტიკოსისთვის,
მითუმეტეს ქართველი ლეიბორისტისთვის,ალბათ,მაინც სერიოზული სახლია.
ჯობდა,უფრო მოკრძალებულ/ლეიბორული ყოფილიყო,ხოო?!
ესეც ხომ შტრიხია?!
.
საერთოდ,ყოველთვის მიკვირდა,პოლიტიკის,პარლამენტის,როგორც საკუთარი ბიზნესის განხილვა,
პოლიტიკოსების, სხვებზე რომ არა ვთქვათ,
სწრაფვა ფუფუნებისკენ...სასახლეებისკენ!
არ უნდა დამთავრდეს ეს,ერთხელ და სამუდამოდ?!
ჰოო,უნდა შევახსენოთ პოლიტიკოსებს,რისთვის უნდა იყვნენ მოწოდებულები,
რა არის მათი ძირითადი ფუნქცია,საქმიანობის არსი?!
რისთვის ინიშნებიან ხალხის მიერ!
ჩემი ქმარი პარლამენტარიც იყო, საკმაოდ სერიოზული თანამდებობები ეკავა,შემდეგ დატოვა რა სახელმწიფო სამსახური,
უფრო სწორად ჩამოაქვეითეს -"ასე კარგად რატომ მღერიხარო?!",
აი,იმ გაუკუღმართებულ სისტემაშიც ვახერხებდით რაღაც,ნორმალური გზის მოძებნას...ეს არ მოეწონათ,ალბათ!
მიატოვა საერთოდ საჯარო სამსახური,ბიზნესში გადაეშვა...
არასდროს გვქონია თანამდებობის ბოროტად გამოყენების სურვილი,გაფიქრება!
არასდროს გვქონია მისწრაფება ზედმეტობებისკენ!
2000 წლიდან ვცხოვრობდით ძველ ქართულ ოდაში,ქალაქგარეთ...


ეზო,თავისი მდელოთი,ვერცხლისფერი ნაძვით თუ ვერცხლისფერი კიპარისებით, ფერად/ფერადი ვარდებით თუ ოლეანდრებით,
ბუგენვილიით...თუ 200 წლიანი ლეღვით-
ეს იყო ჩემთვის ვილაც,ოქროც და ბრილიანტიც!
და ჰოო,მანქანაც,როგორც გადაადგილების კომფორტული საშუალება,
ბოინგიც,

გერმანელებისგან ლიზინგით აღებული...ევროპაში გადაადგილების საშუალება...ჟანგბადისთვის!
როგორც კი სუნთქვა შემეკვრებოდა ნანახი განცდებისგან...არაადამიანებისგან!