კანონამდეც მივალთ.
კახამ არასწორი ტაქტიკური სვლა აირჩია.საერთოდ არ უნდა ეხსენებინა რელიგია, მართლმადიდებლობა. ასეთ "თანამოსაუბრესთან" , როგორიც ეს სანდომიანი და სათნო ქალბატონია, უნდა დაიწყო პირდაპირ ლაზიერის გამბიტით. იძულებული უნდა გახადო აყაროს თავისი ფიგურები. დაახლოებით ამ სტილში:
1.არსებობს ა პრიორი რეალიები, რომლებსაც კეთილგონიერი ადამიანები აცნობიერებენ და ღებულობენ რათა არ ამოვარდნენ სინამდვილის სივრციდან.
ერთ ერთი ასეთი რეალიაა ორი განსხვავებული სქესი-მამრ-მდედრი. და მხოლოდ ორ სქესს ძალუძს შთამომავლობაზე, ანუ მოდგმაზე "პასუხისმგებლობა" ხომ ასეა სათნო ქ-ნო ბაია?
2.ადამიანი, როგორც ერთეული, ინდივიდუუმი, თავისი ცხოვრების შინაარსებს ახორციელებს როგორც ა) ბოლოვადი, საზღვრული არსება და როგორც ბ) უსაზღვრო და უვადო ორგანიზმის - კაცთა მოდგმის წევრი. ასეა ხომ?
3.როგორც ინდივიდუუმს, ერთეულს და ბოლოვად არსებას, ადამიანს ყველანაირი უფლება გააჩნია საკუთარი ცხოვრების შინაარსებზე და რეალიზებაზე, რაც შეეხება თავისი პირად-ინდივიდუალური ცხოვრების წარმართვას.
მაგრამ როგორც მოდგმის წევრი, ის იზიარებს და ემორჩილება იმ ა პრიორი რეალიებს, რომლებიც ადამიანისგან დამოუკიდებლად არსებობენ და უზრუნველყოფენ ადამიანური მოდგმის არასაზღვრულ პერსპეტივას.
სწორედ ამ უკანასკნელს უნდა გამოხატავდეს და დღესდღეობით გამოხატავს კიდევაც ძირითადი კანონი ადამიანთა ერთობლივი ცხოვრების და განგრძობის რეგულაციის შესახებ, განსაზღვრავს რა მას როგორც ქორწინებას ორ - მამრ და მდედრ სქესს შორის.
შესაბამისად - ვისაც როგორ სურს ისე იცხოვროს და უნდა გადაინერგოს სქესის დამადასტურებელი ორგანო, უნდა საერთოდ გაიქროს, ვისთანაც სურს შეწყვილდეს, მაგრამ მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს საზღვრული ინდივიდუუმის უფლება და საზოგადოების, როგორც ვადებში არაზღვარდებული, ანუ მოდგმის რეალობა, რომელსაც მხოლოდ ა პრიორულად არსებული რეალია - მოდგმის პერსპეტივაზე "პასუხისმგებელი ორი სქესი წარმოადგენს. ხოლო ეს პასუხისმგებლობა რეგულირდება ქორწინების აქტით.
ინდივიდუუმის, პიროვნების უფლების პატივისცემა არ გამოიხატება ა პრიორი კანონის დარღვევასა და ხელყოფაში. ეს ორი რამ არ უნდა აერიოს მოაზროვნე ადამიანს. მიჯნა არის მკაფიო და მისი დარღვევა ინდივიდუუმის "უფლების გაფართოების" მოტივით, ეწინააღმდეგება ადამიანის მოდგმის ინტერესებს და პერსპექტივას.
ვინაიდან კანონს ენიჭება საყოველთაობის მნიშვნელობა
აკრძალული არაა კანონით თქვენი თანაცხოვრება და ისიამოვნეთ, შეირგეთ რაც გსურთ, პატივცემულო ლგბტინდივიუუმებო.
..............
პს. ცხადია რელიგიური ადამიანი გრძნობს და ეთანხმება კაცთა მოდგმის გარკვეულ მიზანსა და მარადიულობას. პირიქით-ისინი მუდამ ზღუდავენ სწორედ საზღვრულ ერთეულ ყოფიერებას. რადგან მუდმივა არის "საშიშროება"რომ ამ ერთეულმა ზღვარდებულმა ყოფიერმა მოისურვოს უსაზღვროდ გაფართოება - არალეგალურად

ამიტომაც რელიგიურები აპროტესტებენ მოდგმის, ანუ მარადიული ყოფიერის კანონის ხელყოფის მცდელობას.
ხოლო მატერიალისტი ადამიანებისათვის ერთადერთი ღირებულება პირად-ინდივიდუალური ყოფიერებაა და ცდილობს რაც შეიძლება ინტენსიური გახადოს ის. შეძლებისდაგვარად უსაზღვროდ გააფართოვოს თავისი საზღვრული სიცოცხლის ცხოვრებისეული შინაარსები. შესაბამისად - რას დაგიდევთ "მარადიულ კაცთა მოდგმას" და რაიმე მიზანს? მარადიულობა არა შალიკოს რამაზი

ფაქტიურად, პერსპექტივაში რომ გახედო, კაცთა ყოფიერების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ბრძოლის ერთ-ერთი ეტაპი და ფორმაა ეს აგორებული ლგბტ თემა.
This post has been edited by annavita on 22 Sep 2016, 23:54
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო