ნუგზარ ერგემლიძე აცხადებს, რომ შალვა ნათელაშვილს მისი საარჩევნო სიაში ჩასმის სანაცვლოდ 800 ათასი ლარი აქვს აღებული
ამობეჭდვა · დამატებულია 21:31, 27-09-2016
2007 წელს „ლეიბორისტული პარტიის“ საარჩევნო სიაში მომღერალ ნუგზარ ერგემლიძის მეხუთე ნომრად ჩასმი სანაცვლოდ შალვა ნათელაშვილმა დიდი თანხა აიღო. ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ნუგზარ ერგემლიძემ ისაუბრა.
დასახელდა კონკრეტული გვარიც - მიხეილ სააკაშვილი, რომლის ხელისუფლება პირველ ლეიბორიტს 800 ათასის ლარის სანაცვლოდ გაურიგდა.
ჯერ კიდევ 2007 წელს ვრცელდებოდა ცნობა, რომ მომღერალი სიაში ნათესავის დახმარებით მოხვდა და მის კანდიდატურას კუდ-ის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო თოფურიძე ლობირებდა.
„ჩემს ზურგს უკან მოხდა გარიგება, ეს ძალიან ცუდია ადამიანისთვის და ეს არ მომწონდა, რადგან მე ძალიან მჯეროდა, ჩამსვეს სიაში, რატომაც არა. მაგრამ მართლაც მოხდა გარიგება მიხეილ სააკაშვილსა და შალვა ნათელაშვილს შორის“,-ამბობოს ნუგზარ ერგემლიძე.
ამავე საკითხზე ისაუბრა „ქრონიკასთან“ პარტიის ყოფილმა წევრმა, „მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოსო შტაბერაშვილმაც.
„მოგვიანებით გახდა ცნობილი, თუ რა მასშტაბის კანტორად და ქარვასლად გადააქცია თავისი პარტია ნათელაშვილმა. უბრალოდ დახლში დადგა და უბრალოდ ვაჭრობდა გამსვლელი სიის ადგილებით. მან პარტიულ ლიდერებზე წინ ჩაწერა ნუგზარ ერგემლიძე. უბრალოდ, ჩვენ მაშინ ძალიან გავიკვირვეთ, მაგრამ არ ვიცოდით, რაში იყო საქმე. როგორც შემდეგ გაირკვა, ნუგზარ ერგემლიძეც გარიგების ობიექტი ყოფილა სააკაშვილსა და ნათელაშვილს შორის. გარდა ამისა, საარჩვენო სიაში მეოთხე ნომრად ჩაწერა პიროვნება, ბიზნესმენი. პირდაპირ განგვიცხადა, რომ მე ვწერ ბიზნესმენს, რომელიც დააფინანსებს საარჩევნო კამპანიასო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ბატონი თედორაძე ყოფილა ვანო მერაბიშვილის ნათესავი. ეს ფინანსები, რომელიც შემოვიდა პარტიაში და უნდა მოხმარებოდა საარჩევნო კამპანიას, მიითვისა ნათელაშვილმა და დაიწყო ამ ფულის გავახშება. ცოლს გადააბრალა ეს ყველაფერი, ნაცვლად იმისა, რომ თავის თავზე აეღო.“,-აცხადებს სოსო შტაბერაშვილი.
სპეტაკი შალიკო, პენსიონრების მფარველი

ხთFუი...
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...