firalifirali
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 533
წევრი No.: 195132
რეგისტრ.: 12-December 14
|
#48875899 · 24 Sep 2016, 00:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (არმეძებო @ 23 Sep 2016, 23:38 ) | არ მოგენატრათ ეს სასტავი? ვუყურებ და მეცინება,არადა მაშინ სულ არ იყო სასაცილო,დემოკრატიის შუქურის უნიჭო ზონდერ-ჟურნალისტებზე )
პ.ს.ალისტრახო სად დაიკარგა ხომ არ იცით?
|
ალისტრახო არ ვიცი მარა ეს გოგო ვისაც დასდევდნენ ..ეკა დუგლაძე..2014 ში სამსახურიდან გამოაგდეს
ეკატერინე დუგლაძე: დღეს საქართველო ივანიშვილისგან “გადაგდებულია”!
15 10 2014
ჟურნალისტი ეკატერინე დუგლაძე საზოგადოებამ 2 წლის წინათ ტელეარხ “ინფო 9”-ის ეთერიდან გაიცნო.2 წლის წინ ის სააკაშვილის ხელისუფლების მიერ “შექმნილი” ე. წ. ჟურნალისტის _ ალისტრახოს _ თავდასხმებს უმკლავდებოდა. დღეს ეკა იმედგაცრუებულია, რადგან მის მშობლიურ ზესტაფონში არაფერი შეცვლილა, პირიქით, როგორც თვითონ ამბობს, სიტუაცია გაუარესდა. რაც მთავარია, ჟურნალისტი და მისი მეუღლე “ქართულმა ოცნებამ” გაათავისუფლა სამსახურიდან.
_ “ინფო 9”-ის დახურვის შემდეგ მუშაობა დავიწყე ზესტაფონის რაიონის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსად. მანამდე, ვიდრე “ქართული ოცნება” მოვიდოდა ხელისუფლებაში, ჩემი მეუღლე ტელეკომპანია “საქართველოს” ტექნიკური სამსახურის უფროსი იყო და, რადგან მე “ინფო 9”-ის ჟურნალისტი გავხდი, სამსახურიდან დაითხოვეს. მოგეხსენებათ, ტელეკომპანია “საქართველო” კეზერაშვილის საკუთრება იყო და “ნაცმოძრაობის” მიერ იმართებოდა. ამ ტელევიზიის ხელმძღვანელმა ჩემი მეუღლე დაიბარა, ბოდიში მოუხადა და უთხრა, გარკვეული მიზეზების გამო ამ არხზე ვეღარ იმუშავებო. ხელისუფლებაში “ოცნების” მოსვლის შემდეგ ჩემმა მეუღლემ მუშაობა დაიწყო შპს “მექანიზატორში” დირექტორის მრჩევლად. ეს სახელმწიფო ორგანიზაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექვემდებარება. როდესაც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის სამსახურიდან ჩემი დათხოვნის ამბავი გავახმაურე, მესამე დღეს ჩემი მეუღლე დაიბარეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამოუშვეს სამსახურიდან. უფროსმა უთხრა, მე არაფერ შუაში ვარ, ზემოთ გადაწყვიტესო.
_ ეკა, თქვენ რა მიზეზით დაგითხოვეს სამსახურიდან?
_ 2014 წლის 31 იანვარს იძულებული გამხადეს, წამოვსულიყავი. მანამდე, მთელი ერთი წლის განმავლობაში საშინელი ზეწოლის ქვეშ მიწევდა მუშაობა. ზემდგომები გაურკვეველი ურთიერთობის დამყარებას მთხოვდნენ უშიშროების სამსახურთან. მართლია, ამაზე ხმამაღლა საუბარი არ სიამოვნებს დღევადელ ხელისუფლებას, მაგრამ ადამიანები, რომლებიც “ნაციონალების” მმართველობის პერიოდში უშიშროების სამსახურში მუშაობდნენ და 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, გადამცემ ანძებს აქცევდნენ, მაღაზიებს წვავდნენ, “ინფო 9”-ის თანამშრომლებს დაბურულმინებიანი ჯიპებით დაგვდევდნენ და მუშაობის საშუალებას არ გვაძლევდნენ, დღესაც უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები, ინფორმატორები არიან, რომლებიც ზესტაფონში მოპოვებულ ინფორმაციას ქუთაისს გადასცემენ.
რაც მთავარია, უშიშროების იმჟამინდელი უფროსი ზაზა მეფარიშვილი დღეს იმერეთის გუბერნატორია.
ზესტაფონის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად მუშაობის პერიოდში თითქმის ყოველდღე მიბარებდნენ, შავ-ბნელ დავალებებს მაძლევდნენ და მეუბნებოდნენ, ამის გაკეთება ზემოდან ბრძანესო. არავინ იცის, ეს “ზემოდან ნაბრძანები” არის თუ არა კანონიერი და არც ის, ვინ არის ეს “ზემოდან მბრძანებელი”. სხვათა შორის, ზემდგომი ორგანოების წარმომადგნლებზე უამრავი ინფორმაცია მაქვს უტყუარი ალიბებით, კადრებით, რომლებიც ჯერ კიდევ არ გამომიყენებია და ამის გამო მათ დისკომფორტს ვუქმნიდი. მეუბნებოდნენ, თუ უშიშროებასთან არ ითანამშრომლებ, სამსახურიდან უნდა წახვიდეო, ანუ “ნასედკობას” მთხოვდნენ. დღეს თითქმის ყველა, ვინც მუნიციპალიტეტში მუშაობს, უშიშროებასთან თანამშრომლობს.
_ ვისზე გაქვთ მაკომპრომეტებელი მასალები?
_ ვეფხია იჩქიტიძეზე, ოთარ კობახიძესა და სხვებზე. ეს ადამიანები, როგორც “ნაცების” პერიოდში, დღესაც უშიშროების სამსახურის თანამშრომლები არიან. დააწინაურეს კიდეც.
_ რა ჩაგიწერეს სამსახურდან დათხოვნის მიზეზად?
_ ჩემი წინამორბედი, რომელიც ჩემს იქ მისვლამდე გაათავისუფლეს თანამდებობიდან, სასამართლო გადაწყვეტილებით აღადგინეს. დღეს ამ თანამდებობაზე დააბრუნეს ვეფხია იჩქიტიძის ახლო მეგობარი ნატო სანთელაძე და კომფორტულად გრძნობენ თავს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ისევ ნაცებისდროინელი კადრებითაა დაკომპლექტებული და, ვინაიდან ერთმა ადამიანმა ვერ შევძელი მათთვის წინააღმდეგობის გაწევა, იძულებული შევიქენი, წამოვსულიყავი. დღეს გაცილებით ცუდი სიტუაციაა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ვიდრე “ნაციონალების” პერიოდში იყო. მუნიციპალიტეტის ძირითადი დასაყრდენი ადმინისტრაციისა და საფინანსო სამსახურებია. იქ კი არც ერთი თანამშრომელი არ შეცვლილა. “ნაციონალების” მმართველობის პერიოდში რასაც ვაპროტესტებდი, იყო ის, რომ სხვადასხვა პროექტების მეშვებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ფულს შოულობდნენ, თუმცა საქმესაც აკეთებდნენ. ადმინისტრაციულ სამსახურში მუშაობისას ჩემ ხელში გადიოდა ყველა დოკუმენტი. ბიუჯეტიდან 4 მილიონ 900 ათასი ლარი გადმოირიცხა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, მაგრამ არც ერთი პროექტი წარმატებით არ განხორციელებულა.
_ ანუ?
_ ქალაქის ცენტრში, რკინიგზის მხარეს, მოიხსნა ძვირად ღირებული გრანიტი და მის ნაცვლად გააკრეს იაფფასიანი ფილები, რომლებიც უკვე ჩამოცვივდა, რადგან ყინვას ვერ გაუძლო. უხარისხოდ გაკეთდა მეორე სანაპირო ზოლიც. გარე განათების არც ერთი ნათურა არ ინთება. პრობლემა იყო ის, რომ ქალაქის ტუალეტებში, აუტანელი ანტისანიტარიის გამო, ვერ შეხვიდოდი. ახალი ხელისუფლება როცა მოვიდა, დავაყენეთ ეს საკითხი, გაკეთდა ტუალეტები, საკმაო თანხა დაიხარჯა, მაგრამ დღეს იმაზე საშინელი ვიტარებაა, ვიდრე “ნაცონალების” პერიოდში იყო. ასეთი პროექტების ტენდერებში კი კვლავ ის კომპანიები იმარჯვებენ, რომლებიც “ნაციონალების” პერიოდში იყვნენ გალაღებულნი. ამ კომპანიების მფლობელთაგან ზოგი გამგებლის ნათესავია, ზოგი _ სხვა ადგილობრივი ხელისუფლის. მუნიციპალიტეტში მუშაობისას მევალებოდა, ხელი მომეწერა ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის ჩაბარების აქტზე, მაგრამ არც ერთ მსგავს დოკუმენტზე ხელი არ მომიწერია, რადგან არ ვეთანხმებოდი, რომ პროექტი წარმატებით იყო განხორციელებული. ამის შემდეგ უნდა დაინტერესდეს თუ არა ზემდგომი ორგანო, თუ რატომ არ მოვაწერე ხელი? არადა, არავინ დაინტერესებულა. ამიტომაც ვეზედმეტებოდი იქ მყოფებს და მაიძულეს, სამსახური დამეტოვებინა. სიმართლე არ სჭირდებათ.
2 წლის წინათ ამ ყველაფერს ვერ წარმოვიდგენდი და, სამწუხაროდ, დღეს გაცილებთ მეტი მაქვს საქთმელი ვიდრე უწინ. იმხანად შიგა სამზარეულოში არ ვიყავი ჩახედული და ბევრი რამ არ ვიცოდი. ახლა ყველაფერი ზედმიწევნით ვიცი და მართლაც საშინელი ვითარებაა, მაგრამ ამის დანახვა დღეს არავის სურს. უკვე საბუთებს ვაგროვებ, საზღვარგარეთ თავშესაფარი რომ მოვითხოვო. როგორც კი ქვეყნის დატოვების საშუალება მომეცემა, ყველა დოკუმენტსა თუ ვიდეოკადრს გამოვაქვეყნებ, რომლებზეც ხელისუფლების ბევრი წარმომადგენლის “კაიკაცობაა” აღბეჭდილი.
ნაციონალები რომ მდევნიდნენ, არ მეშინოდა. პირველად ახლა გამიჩნდა შიშის განცდა. წამალს ვერ ჩამიდებენ, მაგრამ ამ ხელისუფლებისაგან ყველაფერს მოველი.
_ ალისტრახო როხვაძე, რომელიც გდევნიდა და მუშაობის საშუალებას არ გაძლევდა, ახლა სად არის?
_ ამერიკაშია ოჯახთან ერთად და მშვენივრად გრძნობს თავს. მიუხედავად იმისა, რომ მდევნიდა და მავიწროებდა, ალისტრახოს არაფერს ვერჩი, რადგან ის ადამიანები, რომლებიც მას დავალებებს აძლევდნენ, დღესაც ხელისუფლებაში არიან. სწორედ ვეფხია იჩქიტიძე, რომელიც ზემოთ ვახსენე, აძლევდა მითითებებს ალისტრახოს, რა გაეკეთებინა. ვეფხია იჩქიტიძე კი ამ ხელისუფლებამ დააწინაურა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ვინც რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის _ გოგი ქავთარაძის მხარდამჭერია, ყველას დევნიან, რადგან დაპირისპირებაა გოგისა და რაიონის საკრებულის თავმჯდომარე დავით მაღრაძეს შორის...
ზესტაფონში როდესაც სტუმარს ელოდებიან, მაშინ ააგებენ ამა თუ იმ შენობაზე ხარაჩოებს, ანუ ისე იქცევიან, როგორც “ნაციონალები” _ თავს გვაჩვენებენ, საქმეს ვაკეთებთო. არადა, მხოლოდ ჭორების გავრცელებით არიან დაკავებული, თუმცა ამასაც უნიჭოდ აკეთებენ. ზესტაფონში ყველა გადაბირებული ჰყავთ და, თუ არ ითანამშრომლებენ მათთან, ჩემს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. “გაანასედკეს” მთელი რაიონი. საკრებულოშიც კი ის ადამიანები არიან, რომლებიც 2012 წელს “ნაცების” კოორდინატორები იყვნენ. როდესაც “ნაციონალები” გვდევნიდნენ, არ მახსოვს, საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე დათო მაღრაძე ოფისიდან გამოსულიყოს. და როდესაც “ნაციონალები” ჩვენს აქტივისტებს იჭერდნენ, დათოს თითს არ აკარებდნენ. მის ძმას სილიკომანგანუმის ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ “ნაციონალებს” არ შეუვიწროვებიათ. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება და ყველა კარგად ხვდება, რასთანაც გვაქვს საქმე.
_ ბიძინა ივანიშვილზე რას ფიქრობთ? როგორც მახსოვს, როცა “ინფო 9”-ში მუშაობდი, შენით ამაყობდა...
_ პატარა, დაქირავებულ ადამიანებზე არ ღირს ლაპარაკი... რბილად ნათქვამია, ივანიშვილმა მოგვატყუაო... მან “ინფო 9”-ის დახურვის მომენტშიც იცრუა, როდესაც განაცხადა, ჟურნალისტებს მაღალ ხელფასს ვუხდიდიო. არადა, მიზერულ თანხაზე ვმუშაობდი და, რაც მთავარია, ხელფასის გამო კი არა, ნაცრეჟიმის დასამხობად. მომაკვდავი დედა უპატრონოდ მყავდა მიტოვებული და დღედაღამ მიკროფონით ხელში ქუჩაში ვიყავი გაჭრილი. აღარაფერს ვამბობ “ქართული ოცნებისთვის” უსასყიდლოდ მიცემულ საოფისე ფართობზე _ წინასაარჩევნოდ ვერავინ გაბედა მათთვის საოფისედ ბინის მიქირავება და ჩემი მეუღლის ბინა უსასყიდლოდ დავუთმე. აგრეთვე, არაფერს ვამბობ “ინფო 9”-ის ოფისზე, რომელიც მშობლების სახლში გავახსნევინე, რადგან ფართობი არავინ მოგვაქირავა. “ქართულ ოცნებას” არაფერს ვაყვედრი. მე გავეცალე _ შვილი მყავს გასაზრდელი და მათთან ჭიდილში ვერ გავლევ წუთისოფელს. ერთი კია _ დღეს საქართველო ივანიშვილისგან “გადაგდებულია”!
|