Hermyonგანსხვავება დიდია, რადგან ჩემები როცა აქ ჩამოვიყვანე, უმცროსი ოთხის იყო და უფროსი ცხრის.
სულ რაღაც ექვს თვეში აკრიფეს ეს სლენგიანი ინგლისური და ჩვენზე უკეთესად ლაპარაკობდნენ, მაააგრააამ...........
ე მაგ "მაგრამშია" დამარხული ძაღლის თავი.
ორიოდ მაგალითს მოვიყვან.
/ადრეც მაქვს დაწერილი./
ახალი ჩამოყვანილები მყავს და ისე მოხდა მეუღლეს მოუწია სხვა ქალაქში წასვლა ხუთი დღით.
ანუ დამრჩა ეს ორი ალქაჯი მოსავლელი.
მაშინ სად ვიცოდი ამდენი საჭმელების კეთება?
ვხიე შემწვარი კარტოფილი ერბოკვერცხთან ერთად.
უფროსმა კეტჩუპი დაისხა და შეუბერა, უმცროსი კიდევ ზის ბუსავით და პირს არ აკარებს საჭმელს.
მეთქი რა გინდა გოგო?
ჰოდა მოაღო პირი.
მეეე ქართველი ბავშვი ვაარ, ეს სად ჩამომიყვანეთო.
რა არ მოგწონს მეთქი და სად არის ტყემალიო???
ე მაშინ დამკრა პირველად, რომ ამ ბავშვებისთვის აქაც უნდა ამეშენებინა პატარა საქართველო, თორემ მარტო მე კი არ დავკარგავდი მაგათ, თქვენც დაგაკლდებოდნენ ესენი.
ახლა მეორე.
სინათლე გაითიშა, მივადექით ფანჯარას, რომელიც მთელ ქალაქს გადაჰყურებს და გლიჯა კიდევაც ქალაქის მთავარმა ელექტრო-"სტანციამ", ანუ ჰაერში აიწია.
მიყურებენ ბავშვები და ესეთი რაღაცეები იქაც ხომ იყო, ამათ რა დაემართათო?
ახლა მითხარით რა მოხდა და ეს ყველაფერი დალაგებული ქართულით მეთქი.
უმცროსმა:- ჯენერატორი მოკვდაო.
გადავხედე უფროსს და...
რითი ვერ გაიგე მამა, ჯენერატორს დედა აღარა ჰყავსო./ამას ნახალოვკის სკოლა გამოვლილი ჰქონდა და შეეცადა ჩემთვის უფრო გასაგებ ენაზე აეხსნა./
ეგ იყო და მერე ავკრძალე ყველანაირი ინგლისური სახლში.
აბსოლუტურად ყველაფერი უნდა ყოფილიყო ჩვენს ყაიდაზე.
მოვკიდე მაგიდას და სკამებს ხელი და გამაქვს ეზოში.
სად მიგაქვსო?
მეთქი უნდა გავყიდო, თქვენ მაგიდასთან აღარ სჭამთ, სკამებზე აღარ ჯდებით, ამიტომ უსარგებლო ნივთებია ჩვენთვის და სხვა გამოიყენებსთქო.
გასკდა ბღრიალით ორივე.
მეთქი რა გატირებთ?
სტუმრები რომ მოვლენ, ისინიც იატაკზე ხომ არ უნდა დასვაო?
პ.ს. ვიცი, ძალიან მკაცრად ვექცეოდი, მაგრამ ახლა თავის ნებაზე მყავს მიშვებული ორივე.
ისიც ვიცი რომ სწორ გზას არ გადაუხვევენ და შტერობას არ გააკეთებენ.
რაც შეეხება მაგათ ჩვენს ენაზე ლაპარაკს, არაერთხელ მიოცნებია, ნეტაი ქართულად-მუნჯები გაჩენილიყვნენ ეს მაიმუნებითქო.
ვის გაუგია ქართლელის და კახელის ნაჯვარმა ამდენი ილაპარაკოს???
პპ.სს. დონ ჩომბიტო, თქვენის ნებართვით შემდეგ პოსტში გიპასუხებთ.