აჰჰ ახლა ეგეც ცუდი ყოფილა, ბელადი რომ გიხსნიდათ და ვაი აშენებულს ათჯერ ეგ ხო კაი პიარსვლა იყო, ახლა ცუდი გამხდარა...
ხოო ნაცებმა აბოლონ ხალხი, არაფერი კეთდება ქვეყანა გაჩერებულიათი, აქ რაც დაიდება გაკეთებული ნახევარი კი არა 20% თუ უჩვენებია მონა ტელევიზიას?
როცა მიშას მთელი დღე ტრაკში დაყვებოდა რეგიონებში..
აი ეგ არის მონობა..
* * *
მარტო დევნილებისთვის რამდენი გაკეთდა მარა ლაყბობა ხომ ყველაზე ადვილია
საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ქუთაისში შმიდტისა და ერისთავის ქუჩებზე მენაშენეებისგან, შესყიდული კორპუსების სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს. შმიდტის ქუჩაზე დევნილ ოჯახებს 180 ბინა გადაეცემათ, ხოლო ერისთავის ქუჩაზე საცხოვრებელი ფართით 43 ოჯახი დაკმაყოფილდება.
მენაშენეების პროექტის პარალელურად, ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 2000 დევნილი ოჯახისთვის 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობაც მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე 2 კორპუსი შენდება, სადაც 2016 წლის სექტემბერში ბინას 160 დევნილი ოჯახიი მიიღებს.


ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 4 თორმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო, სადაც ბინას 288 დევნილი ოჯახი მიიღებს.
4 კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „დაგი“ განახორციელებს.
ამ ეტაპზე, ბარამიას ქუჩაზე უკვე მიმდინარეობს 2 თორმეტსართულიანი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები 144 დევნილი ოჯახისთვის, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.
სულ ჯამში ზუგდიდში, 26 თორმეტსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება, 2016 დევნილი ოჯახისათვის. რაც ზუგდიდის რაიონში დევნილთა განსახლების მწვავე პრობლემას გადაჭრის.
video