#48890567 · 26 Sep 2016, 09:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მშპ არის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი და საქართველოში წლიური მშპ ერთ სულ მოსახლეზე და ხაზს უსვამ არა ერთ ოჯახზე შეადგენს 7 დოლარზე მეტს. ლარებში ეს არის 15 ათასი. თვეში ეს ნიშნავს 1 250 ლარს.
1 250 ლარის შემოსავალი თანამედროვე ეკონომიკურ მდგომარეობით ითვლება უფრო დაბალ დონეს ვიდრე სიღატაკით სახელგანთქმულ კუბას და ალბანეთს აქვთ. მაგრამ სინამდვილეში ქართველი ხალხის ეკონომიკური მდგომარება არის გაცილებით უფრო უარესი იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის 90%-ს 250 ლარის თვიური შემოსავალიც კი არა აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველ კაცს ყოველთვე ვიღაცა 1000 ლარს მაინც პარავს.
თუ ვიღაცა საქართველოს მოსახლეობის 90%-ს ყოველ თვიურად 1000 ლარს პარავს, ეს კი ასეა, მაშინ ეს შეადგენს უზარმაზარ თანხას და სახეზე გვაქვს უმძიმესი დანაშაულის ფაქტი.
იმისი დადგენა თუ ვინ იპარავს ამდენ ფულს სულაც არ არის ძნელი. უპირველესყოვლისა ის ქურდი ვინც ასე უმოწყალოდ ძარცვავს ქართველ ხალხს, არის ამჟამად მოქმედი ე. წ. საქართველოს 2012-2016 წლების პარლამენტი.
რა თქმა უნდა ქართველი ერის ამ მძარცველი აქვს დიდი ხარჯები და ჰყავს ამ დანაშაულის მრავალი თანამონაწილე. ესენი არიან ბანკირები, აღმასრულებელი ხელისუფლების კორუმპირებული წევრები, ე. წ. კვალიფიცირებული პოლიტიკური პარტიები, ცესკო და რა თქმა უნდა ის ტენდენციური ტელევიზიები, რომლებიც ამ არჩევნებში დისკრიმინაციას უწევენ ისეთ საარჩევნო სუბიექტებს როგორიც ამ შემთხევაში მე გახლავართ.
აი, რატომ არის საქართველოში ამდენი სიცრუე. ადრევე მოგახსენეთ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში უფრო მეტი ფული იხარჯება ვიდრე ქვეყნის თავდაცვაზე და ეს ფული იხარჯება სწორედ იმისთვის რომ პარლამენტი ვერ აირჩეს და პარლამენტი პოლიტიკური ნაგავით გაავსონ.
მოდით ჯერ-ჯერობით თავი დავანებოთ ქართულ ოცნებას და ნაცებდ. მოდით დავაკვირდეთ ერთერთ ასეთ "კვალიფიცირებულ" პარტიას როგორიც ირმა ინაშვილის პარტიაა.
უპირველესყოვლისა ეს, არის არა პატრიოტთა ალიანსი, არამედ პატრიოტთა მკვლელების ალიანსი. ამ პარტიის საარჩევნო სიაში პირველი წერია ირმა ინაშვილი, მეორე ადა მარშანია და 58-ე კონსტანტინე გამსახურდია.
კონსტანტინე გამსახურდიას დღევანდელი პოლიტიკური როლი არც მე მომწონს, მაგრამ ამაზრზენია ირმა ინაშვილის თავხედობა, როცა იგი პარტიულ სიაში პირველია და კონსტანტინე გამსახურდია კი 58-ე ადგილზეა მოსროლილი. კონსტანტინე გამსახურდიას მამა მოუკლეს პოლიტიკური მიზეზებით. როდესაც 1987 წელს პირველი პატრიოტული ორგანიზაია ილია ჭავჭავაძის საზოგადოება შეიქმნა. მის შემადგენლობაში სულ 42 წევრი იყო. ამათ შორის იყვნენ არამარტო კონსტანტინე გამსახურდია არამედ მისი მეუღლეც. ეს რა თქმა უნდა დასაფასებელია.
ტელევიზია ობიექტივი, არის ერთ-ერთი ყველაზე პროვოკაციული და ცრუპანტელა მედია. იგი ცრუობს, რომ თითქოს დანარჩენ ტელევიზიებზე უფრო თავისუფალია და სატელევიზო დროს დახარბებულ გულუბრყვილო პატრიოტებს ითვეს თავის სტრუქტურებში. სინამდვილეში და მთლიანობა ეს არის ყველაზე უფრო ჩაკეტილი მართვადი და პროვოკაციული ტელევიზია რომელიც ცოცხელი თავით სატელევიზიო დროს არ დაგითმობთ. ამიტომ ე. წ. პატრიოტთა ალიანსმა თავის სტრუქტურებში ბევრი გულუბრყვილო ადამიანი ჩაითრია წრუბელასავით წურავს მათ ავტორიტეტს. ტელემაყურებელს ურცხვად ატყუებს და თვითონ ამ ავტორიტეტებს კი საბოლოოდ ქოლავს.
ალბათ არავის იმაში ეჭვი არ გეპარებათ, რომ ზვიად გამსახურდია და გია ჭანტურია ედუარდ შევარდნაძე დახოცა. პატრიოტთა ალიანსის პარტიული სიის მეორე ნომერი ქალბატონი ადა მარშანია ამ საქაჯეთში დანარჩენებზე უფრო სანდომიანად გამოიყურება, მაგრამ მე ვალდებული ვარ თვალი აგიხილოთ.
გახსოვთ გია ჭანტურიამ ედუარდ შევარდნაძე რომ გამოიწვია დებატებში? მაშინ პარლამენტში ადა მარშანიამ ერთი ამბავი ატეხა შევარდნაძის დასაცავად და გაიძახოდა გია ჭანტურია შევარდნაძესთან დებატებს როგორ ბედავს ჯერ წონითი კატეგორიები შეადაროსო. რა იყო აქ შესადარებელი ედუარდ შევარდნაძე იყო საქართველოს ყველა დროის ყველაზე უარესი სამშობლოს მოღალატე გია ჭანტურია კი ეროვნული ლიდერი იყო და პოლიტიკური მკვლელობის მსხვერპლი გახდა. მეც ძალიან მესიმპათიურება ქალბატონი ადა მარშანია, მაგრამ ამ ფორმით მასაც კი ხელები აქვს გია ჭანტურიას პოლიტიკურ მკვლელობაში და გარდა ამისა იგი ამ ფაქტით იყო სიტყვის თავისუფლების ჩამხშობი. იგი იყო ტელედებატების აქტიური მოწინააღმდეგე.
არსებობს ასეთი პრინციპი - დერჟინსკის უყვარდა ობლებიო. დერჟინსკი ბავშვებს მშობლებს უხვრეტდა და მერე უპატრონო ბავშვთა სახლში მოხვედრილ ობოლ ბავშვებთან იღებდა სურათებს რათა ისინი ბოლშევიკურ პროპაგანდისთვის გამოეყენებინა.
თქვენთვის სათქმელი გაცილებით უფრო მეტი მაქვს, მაგრამ სანამ მეც მოკლავდნენ შეეცადეთ ამ პოსტიდან მაინც გამოიტანოთ საჭირო დასკვნები.
--------------------
ვაჟა მთავრიშვილი ტელეფონი; 558 372 108 ელფოსტა vazha50@web.de სკაიპი vazsa. mtavrisvili
|