#48893781 · 26 Sep 2016, 18:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
90-იანებიდან როგორც დაიწყო ამ ქვეყანაში ძალოვანების პარპაში, ისევე გრძელდება დღემდე. და ადამიანებს, ვისაც ძალუძს და ვისაც გააჩნია პასუხისმგებლობა აღუდგეს ამას, იმდენად ეშინია საკუთარი სკამის დაკარგვა, რომ მზად არიან აქეთ ყველანაირად ხელი შეუწყონ და ამით გაიმყარონ საკუთარი პოზიცია თამაშში.
გასაგებია თუ რა ამოძრავებს ხიდაშელს დააბრალოს იზორიებს ყველაფერი რისი დაბრალებაც ძალუძს, მაგრამ ერთ რამეში ვეთანხმები - კვირიკაშვილის პირადი პასუხისმგებლობა იქნება იზორიების ნებისმიერი გადაცდენა და, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ რამე რომ მოხდეს ეს პირველ რიგში პრემიერის კისერზე იქნება და შემდეგ უკვე იზორიასი თუ ნებისმიერი სხვა ვინმეს კისერზე.
--------------------
ტიპებმა ქვეყნის მომავალი ლომბარდში ჩადეს ფული მოტეხეს და ვალდებულებებს ჩვენ გვიტოვებენ
|